ისლანდიასთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა და მისმა გუნდმა სასტარტო სასტვენისთანავე შეუტია. უშედეგოდ. მერე ხორვატებმა ადვილად შეაღწიეს მეტოქის საჯარიმოში და კაბალიერომ პერიშიჩს არ დაანება გოლის გატანა.
ვერცხლისქვეყნელები ინიციატივას კი დაეუფლნენ, მაგრამ ხორვატების მაღალი პრესინგის დაძლევა უჭირდათ. 21-ე წუთზე აკუნას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული თუ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 29-ე წუთზე კი პერესმა სლავების შეცდომით ვერ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა.
ხორვატებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 33-ე წუთზე მანჯუკიჩმა თავური დარტყმით ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მესი უჩვეულოდ პასიური იყო.
53-ე წუთზე მეკარე კაბალიერომ უწყინარ სიტუაციაში უხეში შეცდომა დაუშვა და რებიჩმა თავისი გუნდი დააწინაურა. სამპაოლიმ კი აგუერო იგუაინით შეცვალა, მერე სალვიო პავონით და პერესი დიბალათი. თუმცა, ამით თამაშის სურათი ვერ შეცვალა და 81-ე წუთზე მოდრიჩმა მეორედ დაამწუხრა კაბალიერო.
83-ე წუთზე რაკიტიჩმა საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა მან კომპენსირებულ დროში მაინც გაიტანა გოლი და არგენტინის ნაკრები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
D ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
არგენტინა - ხორვატია 0:3
გოლები: 0:1 რებიჩი (53), 0:2 მოდრიჩი (81), 0:3 რაკიტიჩი (90+1)
არგენტინა: კაბალიერო, მასკერანო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო, პერესი (დიბალა 68), სალვიო (პავონი 56), მესა, მესი, აგუერო (იგუაინი 54), აკუნა
ხორვატია: სუბაშიჩი, ვიდა, სტრინიჩი, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი (კოვაჩიჩი 82), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 90+3), რებიჩი (კრამარიჩი 57)
რა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?
აგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს
ხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ
ხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა