ზლატკო დალიჩი: ვიცოდით, რომ პრესინგით არგენტინელთა სამფეხბურთელიან დაცვას დავშლიდით

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში არგენტინის დამარცხების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა თამაში გაარჩია:

"პირველივე დღიდან მჯეროდა ჩემი ფეხბურთელების. თუმცა, არ მეგონა, თუ ვადამდე გავიდოდით პლეი-ოფში. ვებრძოლეთ არგენტინას, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. იმედია, ღვთის წყალობით ამ წარმატებით არ შემოვიფარგლებით.

ბოლო დღეები სულ ტაქტიკით ვიყავით დაკავებულნი. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ვუთხარი ბიჭებს, რომ არგენტინასთან შეხვედრა გადამწყვეტი იქნებოდა.

პირველი 30 წუთი თავს ვიცავდით, კომპაქტურად ვმოქმედებდით, კარგი დაცვითი ბლოკი გვქონდა. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, მეტი მომენტები შეექმნათ და მეტოქეზე დაწოლა გაეძლიერებინათ. ვიცოდით,
რომ პრესინგით არგენტინელთა სამფეხბურთელიან დაცვას დავშლიდით.

შესაძლოა, ტურნირიდან ფავორიტი გამოვაგდეთ და ახლა მუნდიალზე მეტი გულშემატკივარი გვეყოლება".

altლუკა მოდრიჩი: ლეო მესი განსაკუთრებულია, მაგრამ მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებს

altმუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული