ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირზე 41 გოლი გაიტანა და ტიტეს ნაკრებისგან რუსეთშიც ყველა ფეერიულ ფეხბურთს ელოდა, მაგრამ დაიწყო მუნდიალი და ბრაზილიამ ვერ შეძლო შვეიცარიის დამარცხება, ფილიპე კოუტინიოს სუპერგოლის მიუხედავად.
ახლა ბრაზილია ბრაზილიაში გამართული მუნდიალის მთავარ აღმოჩენას, კოსტა-რიკას ხვდება, რომელმაც პირველი მატჩი სერბეთის ნაკრებთან 0:1 დათმო. კონკაკაფის ზონაში მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის კიდევ ერთი წაგება მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იქნება. ოსკარ რამირესის გუნდისთვის კი "სელესაოსთან" დადებითი შედეგის მოპოვება ძალიან რთული იქნება.
ახლა მთავარზეც: ორიოდე დღის წინათ ნეიმარმა
კოსტარიკელთა შემადგენლობაში კრისტიან ბოლანიოსს სასტარტოში უნდა ველოდოთ, რადგან ის კარგად შემოვიდა პირველ ტურში.
ფაქტები
- ბრაზილია აქამდე 10-ჯერ შეხვდა კოსტა-რიკას, 9-ჯერ მოუგო და ერთხელ დამარცხდა (გოლები 32:9).
- როგორც წესი, ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში ბევრი გოლი გადის - 10-დან 7 შემთხვევაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
- აქედან ორი მატჩი მუნდიალებზე გაიმართა და ორივე ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა.
- ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (17 მოგება, 5 ფრე) და 15-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
- კოსტა-რიკამ ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 2-ში მოახერხა გამარჯვება.
E ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. კრესტოვსკი
ბრაზილია-კოსტა რიკა 16:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, გაბრიელ ჟეზუში, ნეიმარი
კოსტა-რიკა (3-4-2-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე - გამბოა, ბორხესი, გუზმანი, კალვო - რუისი, ბოლანიოსი - ურენია
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
მორიგი ისლანდიური სასწაული?
პირველ ტურში დებიუტანტმა ისლანდიამ გმირულ ფრეს მიაღწია არგენტინის ნაკრებთან მატჩში, ხოლო კუნძულელთა გოლკიპერმა ლეო მესის პენალტი აუღო. დღეს ისლანდია პირველ ტურში დამარცხებულ ნიგერიას ხვდება. გაგრძელდება ისლანდიური ზღაპარი?
ამ გუნდმა უკვე გვაჩუქა საოცარი ტურნირი - ევრო 2016, სადაც მართლაც სასწაულებრივად ითამაშა, თუმცა ისლანდია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მუნდიალზეც პირველივე თამაშში გამოაცხო სენსაცია.
თუკი ისლანდიელებს ჯგუფიდან გასვლა სურთ, ამ მატჩის მოგებაზე უნდა იფიქრონ. როგორია შემტევი ისლანდია ამ მუნდიალზე, ჯერ არ ვიცით.
ნიგერიელი "სუპერარწივებისთვის" ამ თამაშში მხოლოდ 3 ქულაა მისაღები. მით უფრო, რომ ბოლო ტურში მათ არგენტინის ნაკრები ელით.
ნიგერიელთა ლიდერ აჰმედ მუსას კარგად იცნობენ რუსეთში, ის ხომ ცსკა-ში თამაშობს. ისლანდიას დააკლდება ტრავმირებული იოჰან გუდმუნდსონი.
ფაქტები
- ნიგერია და ისლანდია პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
- ნიგერიელები ევროპულ გუნდებთან ცუდად თამაშობენ, ბოლო ხუთი ასეთი დაპირისპირებიდან ნიგერიამ 4 წააგო.
- ისლანდიის ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. მეტიც, 5 მათგანში 3.5 გოლზე მეტი გავიდა.
- უკვე ექვსი თამაშია, რაც ნიგერიას კარი მშრალად ვერ შეუნახავს.
- ისლანდიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე დაცვაში კარგად თამაშობდა - 10 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვია.
- ნიგერიამ ბოლო სამ მუნდიალზე ჯამში მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლო (4 ფრე, 6 წაგება).
D ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. ვოლგოგრადი. ვოლგოგრად არენა
ნიგერია-ისლანდია 19:00
სავარაუდო შემადგენლობები
ნიგერია (4-2-3-1): უზოჰო - შეჰუ, ბალოგუნი, ტრუსტ-ეკონგი, იდოვუ - ნდიდი, ეტებო - ივობი, მიკელი, მოზესი - იგჰალე
ისლანდია (4-4-1-1): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი - გისლასონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი - ფინბოგასონი
არბიტრი: მეთიუ კონგერი (ახ. ზელანდია)
მოიგე და გადი!
კალინინგრადი სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებების თამაშს მასპინძლობს. თუ სერბებმა მძიმე გამარჯვება იზეიმეს კოსტარიკელებზე, შვეიცარიელებმა ბრაზილიასთან თავი არ შეირცხვინეს და "სელესაოს" არ მოაგებინეს...
ახლა ეს ორი გუნდი ერთმანეთში არკვევს ურთიერთობას. მოგების შემთხვევაში, სერბები მუნდიალის პლეი-ოფს გაინაღდებენ. სერბების მოგება მუნდიალზე პირველი იყო 1998 წლის შემდეგ. ასევე, 1990 წლის მუნდიალის შემდეგ სერბებს (მანამდე იუგოსლავიელებს) არასოდეს მოუგიათ ზედიზედ ორი მატჩი მუნდიალებზე.
ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი მოგების შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი - "ჩვენ მოვძებნით სისუსტეებს სერბების სათამაშო სქემებში", - აცხადებს შვეიცარიელთა მცველი შტეფან ცუბერი, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს გოლი გაუტანა.
სერბეთის ნაკრებში საუკეთესოდ ითამაშა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა. 23 წლის ფეხბურთელისგან ამ მუნდიალზე გაბრწყინებას ელიან. შვეიცარიელთა რიგებში საეჭვოა ვალონ ბეჰრამის თამაში.
ფაქტები
- რაც სერბეთი დამოუკიდებლად ასპარეზობს, ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა.
- შვეიცარიას 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 3 ფრე.
- მუნდიალზე შვეიცარიის ბოლო 4 თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
- შვეიცარიის ბოლო 8 თამაშიდან 7-ში ასევე 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
- მუნდიალის მომგები სერბეთის 20-წლამდელთა შემადგენლობიდან დღევანდელ გუნდში 5 ფეხბურთელია.
E ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. კალინინგრადი. კალინინგრად არენა
სერბეთი-შვეიცარია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი - მილივოიევიჩი, მატიჩი - ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი - მიტროვიჩი
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაჩირი, ჯემაილი, ცუბერი - სეფეროვიჩი
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არ მოუგიათ, ფრე ითამაშეს.
კიდევ, დანილო არ დგას მარჯვნივ, ფაგნერია.