ყველა იქიდან გამოდის, რისი შესაძლებლობაც აქვს, ისლანდიის ნაკრებს არ შეუძლია პირველ ნომრად თამაში, ამჯერადაც დაცვაში ჩადგა და კონტრშეტევაზე ააგო თამაში. შედეგად, პირველ ტაიმში მეტად უსახური ფეხბურთი ვიხილეთ. თითქმის უმომენტო და უგოლო.
შესვენების შემდეგ მუსამ ანგარიში გახსნა, თამაში გამოცოცხლდა. აფრიკული გუნდი ინიციატივას დაეუფლა, შორიდან ნდიდის მიერ დარტყმული რიკოშეტირებული ბურთი ჰალდორსონმა გაჭირვებით მოიგერია, 74-ეზე მუსამ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგი იერიშისას კი მან დუბლი შეასრულა. 84-ე წუთზე სიგურდსონმა პენალტი ვერ გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.
ამ მოგებით ნიგერია ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა და იმისათვის, რათა არგენტინა პლეი-ოფში გავიდეს, 26 მაისს ნიგერია უნდა დაამარცხოს, ხოლო პრაქტიკულად უმოტივაციო ხორვატიამ ისლანდიასთან არ უნდა წააგოს. ქულების ერთნაირი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, რეგლამენტის მიხედვით, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება.
მოკლედ, ინტრიგა შენარჩუნდა და ეს უდავოდ კარგია.
ნიგერია - ისლანდია 2:0
გოლები: 1:0 მუსა (49), 2:0 მუსა (75)
გამოუყენებელი პენალტი: სიგურდარსონი (84)
ნიგერია: უზოჰო, ბალოგუნი, ომერუ, ტროსტ-ეკონგი, იდოვუ (ებუეჰი 46), ობი მიკელი, მოზესი, ნდიდი, ეტობო (ივობუ 90+2), მუსა, იჰენაჩო (იგალო 86)
ისლანდია: ჰალდორსონი, სიგურსონი, საევარსონი, მაგნუსონი, ბიარნასონი, არნასონი, გუნარსონი (სკულასონი 88), სიგურსონი (ინგასონი 65), გისლასონი, ფინგობასონი, ბედვარსონი (სიგურდარსონი 71)