ახლა "მოდაშია ტირილები" - ნეიმარი ისევ აქვითინდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები წამდაუწუმ პატარა ბავშვებივით ტირიან. ის თვლის, რომ ნამდვილი მამაკაცი არ უნდა იყოს სენტიმენტალური.

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოსტა რიკას დამარცხების შემდეგ, თვალზე კურცხალი ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს ნეიმარს მოადგა და ეს ასე ახსნა.

"ყველამ არ იცის, ამის მისაღწევად რა გზა გავიარე. სიხარულისგან ვიტირე, გამარჯვების გზისკენ დაუოკებელი სვლის და  სირთულეების გადალახვის გამო.

ჩემთვის ცხოვრება ადვილი არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება. ოცნება რჩება. ოცნება არა... მიზანი!", - დაწერა ნეიმარმა
ინსტაგრამზე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი ნამდვილად ძალითაა არგენტინის ნაკრებში ნეიმარი კი ვერ გაიზარდა იმისთვის რომ ლიდერი იყოს, მაგრამ ეს გზა აუცილებელია გავლოს სიდიადისკენ.
roma
23 ივნისი 2018 12:53
3
ამ კაცს გული მაინც აქვს და სულს დებს ბრაზილიისთვის და ეს სხვა ფეხბურთელებისთვისაც გადამდებია. მესი კი... თითქოს ძალითაა იქ
Levani
23 ივნისი 2018 12:24
6
რავი კავანს ვაჟკაცივით ეჩხუბა აქ მე უბდა დავარტყა პენალტიო და არადა ამ დროს ძაან გულჩვილი ბავშვია ნეი ))) ყველაფერზე გული უჩუყდება არადა უკვე 27წლისარის .
ტოტტი
23 ივნისი 2018 08:05
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული