მუნდიალი 2018: მექსიკა ისევ დამაჯერებელი იყო და ამჯერად კორეა დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მექსიკამ კორეა 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 26-ე წუთზე მსაჯმა ხელით თამაშისთვის კორეელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ველამ გამოიყენა. მორიგი შეტევისას ველას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ლოსანომ ბურთი მიზანს ააცილა. მომენტი კორეელებსაც ჰქონდათ, მაგრამ სეონ მინს გოლის გატანა ოჩოამ არ დაანება.

მეორე ტაიმში აზიელები ბევრს ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებაა, მაგრამ ვერ მოახერხეს და ჩიჩარიტომ სწრაფი კონტრშეტევა ლამაზი გოლით დააგვირგვინა. კომპენსირებულ დროში კი კორეამ ერთი ბურთი გაქვითა.
კორეა დაამარცხა [VIDEO]" />
23.06.18 მექსიკა - სამხრეთ კორეა 2:1
F ჯგუფი. შაბათი. 23 ივნისი. როსტოვი. 43 472 მაყურებელი
კორეა - მექსიკა 1:2
გოლები: 0:1 ველა (26, პენ), 0:2 ჩიჩარიტო (66), 1:2 ჰონგ მინი (90+3)

კორეა: ჰიუინ ვო, იუნგ ხვონი, იუნგი, ჰიუნ სო, სუნგ იუნგი (სუნგ ვო 64), მინ ვოო, სეონ მინი (ვო იუნგი 77), ჯაე სუნგი , ჰონგ მინი (ჰონგ ჩული 84), ჰე ჩანი, ჰე ჩანი

მექსიკა: ოჩოა, მორენო, ლაოუნი, სალსედო, ალვარესი, გუარდადო (მარკესი 68), ერერა, გალიარდო, ველა (დოს სანტოსი 77), ჩიჩარიტო, ლოსანო (კორონა 71)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული