მუნდიალი 2018: აი, ესაა გერმანიის ნაკრები, შემართული და სწორუპოვარი! [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიამ შვედეთი 2:1 დაამარცხა.

პირველ ტურში დამარცხების შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გულშემატკივრები დაამშვიდა და განაცხადა, რომ ჯგუფში არც ერთ შემთხვევაში არ ჩარჩებიან. მან სათადარიგოთა სკამზე იოზილი დატოვა, რაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე არასოდეს არ მომხდარა.

ბუნდესგუნდმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია და ექტორის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა ლუსტიგმა გამოიტანა. "ტრე კრუნური" დაცვაში იდგა და კონტრიერიშების იმედად იყო. ჰქონდა კიდეც შანსი, როდესაც რუდიმ შეცდომა დაუშვა და გოლის გატანა პირისპირ გასულ ბერგს ნოიერმა არ
დაანება.

25-ე წუთზე ცხვირი გაუტყდა რუდის, სისხლდენა ვერ შეუჩერეს და გიუნდოგანმა შეცვალა. მორიგი კონტრშეტევისას კი ტოივონენმა ანგარიში გახსნა. 39-ე წუთზე გიუნდოგანის დარტყმული ბურთი რიკოშეტით კარში წავიდა, მაგრამ ჯერ მეკარემ მოიგერია, მერე კი ლუსტიგმა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ნოიერმა ბერგის დარტყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმში ლიოვმა შეტევის გასამწვავებლად დრაქსლერი გომესით შეცვალა, 49-ე წუთზე როისმა ანგარიში გაათანაბრა და დაიწყო გერმანელთა შტურმი: ექტორმა, როისმა და ვერნერმა ვერ გამოიყენეს მომენტები, 82-ე წუთზე კი მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ბოატენგს და ბუნდესგუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ლიოვი ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და ექტორის ნაცვლად შეცვლაზე ბრანდტი შეუშვა. მერე გომესის თავური ოლსენმა მოიგერია, ბრანდტის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და სულ ბოლოს კროოსმა სასწაული გოლით სასწაული გამარჯვება მოუპოვა თავის გუნდს.

აი, ეს იყო დიდი ფეხბურთი, რომელშიც ფეხბურთმა გაიმარჯვა.
F ჯგუფი. შაბათი. 23 ივნისი. სოჭი. "ოლიმპიისკი". 44 287 მაყურებელი
გერმანია - შვედეთი 2:1
გოლები: 0:1 ტოივონენი (32), 1:1 როისი (49), კროოსი (90+5)
გაძევება: ბოატენგი (82)

გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, რუდიგერი, კიმიჰი, კროოსი, რუდი (გიუნდოგანი 30), ექტორი (ბრანდტი 86), დრაქსლერი (გომესი 46), მიულერი, როისი, ვერნერი

შვედეთი: ოლსენი, გრანკვისტი, ლუსტიგი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი, კლაესონი (დურმაზი 74), ბერგი (ტელინი 90), ტოივონენი (გვიდეტი 77)
მკითხველის კომენტარები / 7 /
გერმანია ჩემპიონია!!!!!!
თბილისელი
24 ივნისი 2018 12:09
10
ნახვამდის როგორ არის გერმანულად,
Zorro
24 ივნისი 2018 17:53
0
შთაბეჭდილება მრჩება, რომ მწვრთნელს ძირითადი შემადგენლობა არა ჰყავს შერჩეული. აშკარად ძველს ენდობა,არა ახლებს აშკარად შეუძლიათ მეტი სიმწვავე შემატონ გუნდის თამაშს.და კიდევ ერთი - ასე ბოლო წუთზე გერმანიამ თამაში როდის მოიგო, აღარ მახსოვს
გგგ
24 ივნისი 2018 12:03
0
-1001-ე წუთზე გაეტანათ "სანაქებოებს".
ozeki
24 ივნისი 2018 10:24
4
დაიწყება ახლა გერმანია ასეთია, გერმანია ისეთია შეუპოვარია, ბოლომდე მებრძოლი,გაუმარჯოს დიად გერმანელ ერს.ბოლომდე შვედებმა იბრძოლეს, რაც შეეძლოთ გააკეთეს.გერმანელების ბრძოლისუნარიანობაზე ვიცით, სანამ შნაპსი და wurst-ი აქვთ არ ნებდებიან...აი მერე კი:)
XXX
24 ივნისი 2018 07:59
9
რომელი თითით აჩვენებთ ერზე, რომელსაც 50 წლის წინ სჯეროდა, რომ თუ ადამიანი ებრაელია, მაშინ ადამიანი კი არა, სულაც ძროხის, ან ღორის მაგვარი საქონელია? ვაი, ბედკრულო საქართველოვ!!! :(((( :)))) მაგრამ სულ რაღაც 10 წლის წინ თქვენც მიშა ღმერთი გეგონათ, თქვენი თითიც რომ მოვკაკვე :))))
Dato
24 ივნისი 2018 01:58
18
აი, ჩემი თითით საჩვენებელი სამაგალითო გერმანელი ერი! მექსიკა გაუგებრობა იყო კაცო...
ედუარდი
24 ივნისი 2018 01:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული