არგენტინის ნაკრებში ქაოსია: გუნდს სამპაოლი ავარჯიშებს. შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ?

AutoSharing Option
ნიგერიის ნაკრების მიერ ისლანდიის დამარცხებამ არგენტინის ეროვნულ გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა. გადამწყვეტი შეხვედრა ნიგერიასთან 26 ივნისს გაიმართება. მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მოთამაშეებს ავარჯიშებს, მოედანზე ბლოკნოტით დადის და რაღაც ტაქტიკურ გეგმებს ადგენს, რომელთა გამოცნობას აბეზარი ჟურნალისტები ცდილობენ.

ზოგი ამტკიცებს, რომ შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა რიკარდო ჯუსტიმ არ დამალა, რომ ყოფილ თანანაკრებელს, ხორხე ბურუჩაგას (ასევე მსოფლიოს ჩემპიონია) ესაუბრა, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორია. ჯუსტის თქმით, ბურუჩაგამ უთხრა, რომ მოთამაშეებთან კონსულტაციები ექნებათ, რამეთუ სამპაოლიმ გუნდზე კონტროლი დაკარგა, მას შეუძლია
იმყოფებოდეს სათადარიგოთა სკამზე, თუ არადა არც ეგაა პრობლემა, სამპაოლი შაბათ საღამოს ფედერაციის პრეზიდენტს კლაუდიო ტაპიას ესაუბრა და ჯერჯერობით სამუშაოზე დატოვეს.

მთავარი "კონსულტანტები" ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და სერხიო აგუერო იქნებიან. აგუეროს კონფლიქტი აქვს მწვრთნელთან და ამას არც მალავს. მოკლედ, ისეთი ამბავია, ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს.

ამ დროს საწვრთნელ ბაზაზე შეშვებას და ფეხბურთელებთან გასაუბრებას მოსკოვში მყოფი დიეგო მარადონა ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ მესი მისგან განსხვავებით პიროვნულად ლიდერი არაა და თუ ბაზაზე შეუშვებენ, გუნდის სულიერ განწყობას აამაღლებს.

თუმცა, ტრიუმვირატს (მესი, მასკერანო, აგუერო) მარადონას სტუმრობის იდეა დიდად არ ხიბლავს და საერთოდ, გაურკვეველია, სად მიექანება ალბისელესტე.

სამპაოლი კი სავარჯიშო მოედანზე ბლოკნოტით დადის და რაღაც ტაქტიკურ გეგმებს ადგენს...

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს არის გასტრანომის დირექტორის მოადგილე.
MARI XUANA
24 ივნისი 2018 18:51
0
ნაკრებს რომ ვერ მოერგო ეს კაცი ხო ფაქტია.გაიხსენეთ როგორ გავიდა არგენტინა მსოფლიოზე, რომ არა მესი....ძაან ძველმოდურ ფეხბურთს ათამაშებს
კახა ქირია
24 ივნისი 2018 14:33
1
ფოტოს დააკვირდით. აი ბავშვობიდან ასეთია ლეო - "მარშრუტკაშიც" სულ შოფრის გვერდით უნდოდა ჯდომა DDDD
ჰოდა, დაუდექი შოფერ სამპაოლის გვერდით, რას ინტრიგანობ ამ გაგანია მუნდიალის დროს ?!
korben dallas
24 ივნისი 2018 13:15
10
აი ესაა სრული კატასტროფა.შევიდეს მარადონა იქნებ ცოტა აზრზე მოიყვანოს მესი.ფეხბურთი არ აინტერესებს უკვე მაგას,ძალიან ცუდად ამთავრებს კარიერას
buje
24 ივნისი 2018 08:23
13
და სამპაოლის ჩილეზე რაღას იტყოდით პატივცემულო კახაბერ ? გეხსომებათ, წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ რა რთული ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში თვით მასპინძელ ბრაზილიასაც ტოლ-სწორად ეომა.
მერე კი მისმა შეკრულ-შედუღაბებულმა ნაკრებმა ზედიზედ ორი "კოპა ამერიკა" მოიგო. თუ ვინ დაამარცხეს ფინალში ორივეჯერ, მაგას აღარ ვიტყვი DDDD
korben dallas
24 ივნისი 2018 14:07
4
შენი აზრით რა აინტერესებს - მაგდენ ფულს რასაც მაგას ბარსელა უხდის , დედამიწაზე არავინ იღებს - ზუსტად ფული არის მაგისთვის მეორეხარისხოვანი და არა ფეხბურთი? კრეტინი მწვრთნელი რომ იძახის , ჩემს ტაქტიკას ვერ მოერგო გუნდიო , სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს , ვისზე იძახის ამას -გუნდს რომელსაც 7 სუპერვარსკვლავი და + ლეო მესი ყავს ?! წინა ჩემპიონატიშიც არ იყო სანახაობითი არგენტინის ნაკრები , მაგრამ გუნდი იყო , გული ჰქონდა და საქმეს აკეთებდნენ ! სამპაოლი რომ არარაობაა - სევილიიდან გამოჩნდა , ან კი რას ჰგავს მისი *ტაქტიკა* და ქმედება ? გუნდს არ ჰყავს კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი - ისეთი როგორიც ბუსკეტია , ის ვისაც ბურთის ამოტანა ევალება საჯარიმოდან ცენტრის ხაზამდე ! გაიხსენენ , როგორი ქაოსი იყო ბარსელონაში , როცა ტიტო ვილანოვა ავად გახდა - სუპერგუნდი დაიშალა და დაიქცა , სანამ ენრიკე არ მოვიდა , მასაც ჰქონდა ჩავარდნა - მაგრამ როცა მწვრთნელი ჭკვიანი , ყველაფერი ლაგდება - სამპაოლი კი აბსოლიტური დეგენერატია ! არ დაბლოკოთ კომენტარი !
კახაბერი
24 ივნისი 2018 13:38
3

სიახლეები პოპულარული