მუნდიალი 2018: 6 ნაკრები, რომელსაც 1/8-ფინალში თამაში გარანტირებული აქვს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩების შემდეგ მერვედფინალის 6 მონაწილე გახდა ცნობილი.

ამ ნაკრებებმა უკვე გაინაღდეს პლეი-ოფში თამაში. გარდა ამისა, გაირკვა ის 8 ნაკრებიც, რომელიც მერვედფინალურ სტადიაზე არ ითამაშებს.

A და G ჯგუფში უკვე ცნობილია 2-2 გუნდი, რომლებმაც მერვედფინალის საგზური მოიპოვეს. ბოლო მატჩში ისინი პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

რუსეთი და ურუგვაი A ჯგუფის საუკეთესოს ვინაობას გაარკვევენ, ხოლო G ჯგუფში - ინგლისი და ბელგია.

C ჯგუფიდან საფრანგეთის ნაკრები უკვე გასულია პლეი-ოფში, ხოლო D ჯგუფიდან - ხორვატიის ნაკრები.

8 ნაკრებმა
მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგა. ჯგუფის მესამე ტურის მატჩების შემდეგ შინ დაბრუნდებიან:

  • ეგვიპტე
  • საუდის არაბეთი
  • მაროკო
  • კოსტა-რიკა
  • პანამა
  • ტუნისი
  • პერუ
  • რაც უნდა გასაკვირი იყოს, პოლონეთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული