შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალზე ორი მატჩი გამართა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. არგენტინელებმა ისლანდიასთან ფრედ, 1:1 ითამაშეს, ხოლო ხორვატიასთან 0:3 დამარცხდნენ.
"ყოველთვის ვოცნებობდი, მსოფლიო თასი აღმემართა და ეს ემოციები მეგრძნო. თასის მოგება მილიონობით არგენტინელს სიხარულს მოუტანს. ჩემს ოცნებაზე უარს ვერ ვიტყვი.
ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო მოვიგე, მაგრამ ჯერ კიდევ ამბიციებით სავსე ვარ. არ მინდა, კარიერა ისე დავასრულო, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არ გავხდე", - თქვა მესიმ The Sun-თან საუბარში.
არგენტინის ნაკრებში ამბოხი "ჩაახშეს", აგუერო დასაჯეს, კარში დებიუტანტი არმანი ჩადგება