კოსტა-რიკასთან მატჩში ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მატჩის შემდეგ კი იტირა.
"მეტი არავითარი ტყუილი. მეტი არავითარი ნიანგის ცრემლები. მეტი არავითარი ნარცისიზმი. მოდით, გვიყვარდეს ბრაზილია ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა", - დაწერა კანტონამ სოციალურ ქსელში.