მუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლეი-იოფში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში D ჯგუფში არგენტინამ უდაძაბულეს მატჩში 2:1 დაამარცხა ნიგერია და მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ყველაზე ასაკოვანი გუნდი გაიყვანა მოედანზე - მისი საშუალო ასაკი 30 წელი და 189 დღეა. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ალბისელესტეს ასეთი ხანდაზმული გუნდი არასოდეს არ ჰყოლია. საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამპაოლი კარში არმანის ჩააყენებდა და აგუეროს, რომელთანაც კონფლიქტი აქვს, სათადარიგოთა სკამზე დატოვებდა, სიმართლე გამოდგა.

სამხრეთამერიკელებმა ზურგის მოშიშვლების შიშით თავიდანვე დიდი ძალებით არ შეუტიეს, მშვიდად დაიწყეს უზოჰოს კარზე
იერიშების მიიტანა და მე-14 წუთზე ბანეგას გრძელი პასით მესი მიიღო, ომერუოს გაექცა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ არგენტინამ პრესინგს მიმართა, მეტოქეს აქტიური მოქმედების საშუალება არ მისცა და 27-ე წუთზე მესიმ მეკარეს პირისპირ იგუაინი შეჰყარა, მაგრამ მან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 34-ე წუთზე კი მესის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მსაჯმა არდასანიშნი პენალტი დანიშნა არგენტინელთა კარში და მოზესმა ანგარიში გაათანაბრა. შედეგად, თამაშიც გათანაბრდა. არგენტინა შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა, სამპაოლიმ პასიური პერესის ნაცვლად მოედანზე პავონი შეუშვა. 76-ე წუთზე კი როხოს საჯარიმოდან ბურთის გამოტანისას ბურთი ხელზე მოხვდა და ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ვერ დანიშნა.

მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, არგენტინა გავარდნის პირას იმყოფებოდა და 86-ე წუთზე როხომ მერკადოს პასით გამარჯვების გოლი


გაიტანა. D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი". 64 468 მაყურებელი
ნიგერია - არგენტინა 1:2
გოლები: 0:1 მესი (14), 1:1 მოზესი (50, პენ), 1:2 როხო (86)

ნიგერია : უზოჰო, ბალოგუნი, ეკონგი, ომერუო, მოზესი, ეტებო, ობი მიკელი, ნდიდი, იდოვუ, მუსა, იჰენაჩო (იგალო 46)

არგენტინა : არმანი, მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო (აგუერო 80), პერესი (პავონი 60), მასკერანო, ბილია, დი მარია (მესა 72), მესი, იგუაინი

ხორვატების მწვრთნელმა დალიჩმა არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ძირითადი შემადგენლობის რიგ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემდა და მოდრიჩისა და პერიშიჩის გარდა ყველა გამოცვალა.

პირველი ტაიმი კუნძულელების უპირატესობით წარიმართა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და ხან მეკარე კალინიჩი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბადელი გააქტიურდა, მან ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, მერე კი საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა. 76-ე წუთზე კი ლოვრენმა პენალტი აიკიდა და სიგურდსონმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ პერიშიჩმა გამარჯვება ხორვატიას მოუპოვა.


D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. როსტოვი. 43 472 მაყურებელი
ისლანდია - ხორვატია 1:2
გოლები: 0:1 ბადელი (53), 1:1 სიგურდსონი (76, პენ), 1:2 პერიშიჩი (90)

ისლანდია : ჰალდორსონი, საევერსონი, იგნასონი, რ. სიგურდსონი (სიგუორსონი 71), მაგნუსონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ჯ. გუდმუნდსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი (ტრაუტარსონი 90), ფინბოგასონი (ა. გუდმუნდსონი 85)

ხორვატია : კალინიჩი, იედვაი, ჩორლუკა, კალეტა-ცარი, პივარიჩი, მოდრიჩი (ბრადარიჩი 70), ბადელი, პიაცა (ლოვრენი 70), კოვაჩიჩი (რაკიტიჩი 82), პერიშიჩი, კრამარიჩი
მკითხველის კომენტარები / 9 /
პენალტი ინიშნება იმ შემთხვევაში როცა ხელზე ბურთის შეხების შემდეგ სახიფათო მომენტის განმუხტვა ხდება, ამ შემთხვევაში კი პირიქით ნიგერიელთა ფეხბურთელს მიუვიდა ბურთი და დარტყმა განახორციელა. ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმეს იმიტომ რომ ნიგერიელის დარტყმის შემდეგ ხომ არ შეეხო ბურთი ხელზე მცველს. პირველი პენალტი კი მოგონილი იყო. ამ შემთხვევაში არგენტინამ სამართლიანად მოიგო, მაგრამ წინა ორი ცუდი თამაშიდან გამომდინარე ჯგუფიდან გასვლას ყოველთვის დააყვედრიან.
კოლინა
12:30 27-06-2018
0
ასწავლეთ ამ კაცს როგორ იწერბა "პლეი-ოფი".
მდაა
11:49 27-06-2018
0

სიახლეები პოპულარული