"ბალანსირებული თამაში იყო, პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში გოლი გავუშვით და ავნერვიულდით. დრო თითქოს გარბოდა. ზეწოლა გავაძლიერეთ და მეორე გოლი გავიტანეთ.
მართლა გავწვალდით. როდესაც როხომ გოლი გაიტანა, ამოვისუნთქეთ. აქამდე კარგად არ ვთამაშობდით. მიზანს მივაღწიეთ. არ გვეგონა, თუ ასე გავწამდებოდით.
რა თქმა უნდა, საფრანგეთის მატჩებს ვუყურეთ. ძალიან ძლიერი გუნდია. სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ. ზოგიერთ მათ ფეხბურთელს "ბარსელონადან" ვიცნობ. გპირდებით, საფრანგეთს ადვილი თამაში არ ელის".
მუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლე-იოფში გაიყვანა [VIDEO]