ლეო მესი: არ გვეგონა, თუ ასე გავწამდებოდით. გპირდებით, საფრანგეთს ადვილი თამაში არ ელის

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიის დამარცხების შემდეგ, კომენტარი არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლეო მესიმ გააკეთა.

"ბალანსირებული თამაში იყო, პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში გოლი გავუშვით და ავნერვიულდით. დრო თითქოს გარბოდა. ზეწოლა გავაძლიერეთ და მეორე გოლი გავიტანეთ.

მართლა გავწვალდით. როდესაც როხომ გოლი გაიტანა, ამოვისუნთქეთ. აქამდე კარგად არ ვთამაშობდით. მიზანს მივაღწიეთ. არ გვეგონა, თუ ასე გავწამდებოდით.

რა თქმა უნდა, საფრანგეთის მატჩებს ვუყურეთ. ძალიან ძლიერი გუნდია. სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ. ზოგიერთ მათ ფეხბურთელს "ბარსელონადან" ვიცნობ. გპირდებით, საფრანგეთს ადვილი თამაში არ ელის".

altმუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა

პლე-იოფში გაიყვანა [VIDEO]

altდიეგო მარადონა არგენტინის გამარჯვებამ კინაღამ ჭკუაზე შეშალა

მკითხველის კომენტარები / 7 /
სად ხარტ მესის კრიტიკოსებო და პენალდოს დამცველებო?
liverpuli barselonas supermarketi.
02:35 27-06-2018
14
ეს თუ მოგება იყო,კარგად ყოფილა არგენტინის საქმე.
maxa joba.
09:13 27-06-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული