არგენტინელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ კისერი სტკიოდა.
"მსურს, ყველას ვუთხრა, რომ კარგად ვარ. პირველი ტაიმის მერე კისერი ძალიან მტკიოდა. ექიმმა გამსინჯა და მირჩია, სახლში წავსულიყავი, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე!
როგორ შეიძლებოდა ასეთი თამაშიდან წავსულიყავი. მე ყველას კოცნას გიგზავნით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!", - დაწერა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ნიგერია 2:1 დაამარცხა და მუნდიალის 1/8-ფინალში გავიდა.
"ალბისელესტეს" მეტოქე მერვედფინალში საფრანგეთი იქნება. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.
დიეგო მარადონა არგენტინის გამარჯვებამ კინაღამ ჭკუაზე შეშალა
მარკოს როხო: ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ გავიტანდი
არგენტინის პრეზიდენტი: ძალიან მიყვარხარ, ძვირფასო როხო!
მუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლეი-იოფში გაიყვანა [VIDEO]