როხო მოჰყვა, თუ რაზე ესაუბრა მესი თანაგუნდელებს შესვენების დროს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრების მცველი მარკოს როხო, რომელმაც ნიგერიასთან (2:1) მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა, მოჰყვა, თუ რაზე ისაუბრა ლიონელ მესის შეხვედრის შესვენებისას.

"მესი მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, დავწყნარებულიყავით. ვნერვიულობდით და მისი სიტყვები ძალიან დაგვეხმარა. პირადად მე ამით თავდაჯერებულობა მომემატა. მესი ჩვენი კაპიტანია და ის საუკეთესო კაპიტანია მსოფლიოში. ძალიან მაგარი იყო, როცა გოლი გავიტანე.

მესიმ გვითხრა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. შეგვეძლო დავმარცხებულიყავით, მაგრამ ლეო თავისას ამბობდა. მან მითხრა, წინ გავქცეულიყავი. ხავიერ მასკერანოსაც კი მოუწოდა წინ წასვლა. მან გვითხრა, შეგვეტია, რაც უნდა მომხდარიყო. ის მართლაც
კითხულობდა თამაშს და რისკავდა. ის ლიდერია", - თქვა როხომ.

altმარკოს როხო: ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ გავიტანდი

altლეო მესი: არ გვეგონა, თუ ასე გავწამდებოდით. გპირდებით, საფრანგეთს ადვილი თამაში არ ელის

altმუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლეი-იოფში გაიყვანა [VIDEO]


მომზადებულია Triball Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
იგივე ამბავი რონალდოზე რო გავრცელებულიყო, ბევრი იტყოდა მოტივატორი და ლიდერიაო :))))))))))) ოხ ეს ორმაგი სტანდარტები რა :))))
გიორგი
09:34 28-06-2018
2
რაც არ უნდა ეცადონ თანაგუნდელებმა, რომ თავის კომენტარებით შეაგულიანოს მესი, სამწუხაროდ ის კაპიტანი და ლიდერი ვერ გახდება. 67-70 წუთები ნახეთ ეს "საუკეთესო კაპიტანი" როგორ დასეირნობს მოედანზე და ეთიშება თამაშს, იმის ნაცვლად რომ გუნდს ულიდეროს და მოტივატორი იყოს.
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული