ვასილი უტკინი: რუსეთის მერვედფინალში გასვლა არ გამიხარდა. ესპანეთის ნაკრები უკვდავი კაშეია, თავისი სიკვდილის მატარებელია

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ვასილი უტკინმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებების მომავალ მატჩზე ისაუბრა.

ტურნირის წინ ვამბობდი, რომ რუსეთის ნაკრებს ბედნიერი შემთხვევის და გუნდური სულისკვეთების იმედი უნდა ჰქონოდა. ნაკრებს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს და ამიტომაც მოხდა ასე.

პლუს, გუნდში ლიდერები გახდნენ ისინი, რომლებიც პირველ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ. მაგალითად, ჩერიშევი და ძიუბა.

ვერ გეტყვით, რომ ძალიან გამახარა ნაკრების მერვედფინალში გასვლამ. მათ ესპანეთთან მოუწევთ შეხვედრა. ესპანეთის ნაკრები უკვდავი კაშეია. ის თავადაა თავისი სიკვდილის მატარებელი. ამიტომ თვითონ შეუძლია თავი გაინადგუროს.

ეს გუნდი ბევრ შეცდომას უშვებს. მათ შორის გამოცდილი მცველები და მეკარე. ეს რუსეთის წარმატების შანსს 10%-ით ზრდის".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესე იგი რუსეთის წარმატების შანსი 10% გახდა?ვითომ?
სოსო
08:36 28-06-2018
0
Realoba asetia: espanetma burti unda daaxios tavze rusets mati satamasho donidan gamomdinare, magram ratom midis ucnaurad es chempionati?
Baggio
12:33 28-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული