მუნდიალი 2018: გერმანიამ სამხრეთ კორეასთან დამარცხება და ტურნირიდან გავარდნა "მოახერხა" [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში F ჯგუფში გერმანიამ უხეიროდ ითამაშა, "მოახერხა" და სამხრეთ კორეასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. მუნდიალების ისტორიაში ბუნდესგუნდი არასოდეს არ ჩარჩენილა ჯგუფში. შვედეთმა კი 3:0 დაამარცხა მექსიკა და ეს ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება განახორციელა, იოზილი და ჰედირა დააბრუნა სასტარტოში, ტრავმა მოირჩინა და მწყობრში ჩადგა ჰუმელსი. ისევ გადახალისებულმა ბუნდესგუნდმა პირველ ტაიმში უხეიროდ იასპარეზა და გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე გავიდნენ.

ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში დაალაგა გერმანიამ თამაში და ლიოვმა შეტევის გასაძლიერებლად ჰედირა გომესით,
ხოლო გორეცკა მიულერით შეცვალა. ბოლოსკენ ექტორი მოხსნა და ბრანდტი შეუშვა მოედანზე, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ეგ კი არადა, ბოლოს ორი გოლი გაუშვეს და...


F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. კაზანი. 41 835 მაყურებელი
სამხრეთ კორეა - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 კიმი (90), სონი (90+6)

სამხრეთ კორეა : ჩო, ლი, იუნი (ჰვანგი 56), ჰონგი, იანგი, კიმი, ლი ჯუ, კოო, ჰვანგი,სონი, მუნი (იუნი 69)

გერმანია : ნოიერი, კიმიხი, ზულე, ჰედირა (გომესი 58), ჰუმელსი, ექტორი (ბრანდტი 79), კროოსი, იოზილი, გორეცკა (მიულერი 63), როისი, ვერნერი

altმესუთ იოზილს გერმანელმა გულშემატკივრებმა აგინეს და აფურთხეს

altრიო ფერდინანდი: ლეროი სანე, სად ხარ? გერმანიამ საუკეთესო ფეხბურთელი პლაჟზე გაუშვა

altიოახიმ ლიოვი: ჯგუფიდან გასვლის ღირსები არ ვიყავით. არ ვიცი, გადავდგები თუ არა


მატჩის პირველ ტაიმში ბურთს  უფრო ხშირად მექსიკელები ფლობდნენ, თამაში გადრამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და შესვენებამდე გოლი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ "ტრე კრუნურმა" ნანინანატრი გოლი ნაანტრაქტევს გაიტანა. თავი აუგუსტინსონმა გამოიჩინა. მერე შვედებმა პენალტი მოინადირეს და გრანკვისტმა ანგარიში გაზარდა. 74-ე წუთზე კი ალვარესის რიკოშეტით ანგარიში 0:3 გახდა.


F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ეკატერინბურგი. 33 061 მაყურებელი
მექსიკა - შვედეთი 0:3
გოლები: 0:1 აუგუსტინსონი (50), 0:2 გრანკვისტი (62, პენ), 0:3 ალვარესი (74 საკ. კარში)

მექსიკა : ოჩოა, ალვარესი, სალსედო, მორენო, გალიარდო(ფაბიანი 65), ერერა, გუარდადო (კორონა 75), ლაიუნი (პერალტა 88), ველა, ლოსანო, ჩიჩარიტო

შვედეთი : ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, კლაესონი, ლარსონი (სვენსონი 57), ეკდალი (ჰოლემარკი 79), ფორსბერგი, ტოივონენი, ბერგი (ტელინი 67)
მკითხველის კომენტარები / 26 /
და როსის რა ფული შემოაკლდა და მიტო მოხვდა ციხეში ჩაწყობილი თამაშისთვის თუ უფულოდ გააკეთა ეს რათქმაუნდა დიდ ფულს იღებენ როცა ყიდიან თამაშებს ან იუვეს უფროსობას შემოაკლდა მაყუთი და მიტო ადურთიეს თავი ქვედა ლიგაში თუ მარსელის ოლიმპიკის პრეზიდენტი რო ყიდულობდა თამაშებს იმ გუნდების ფეხბურთელები იყვნენ ღარიბები. ასობით მილიონზეა საუბარი და არა ას დოლარზე ან რა სირცხვილზეა საუბარი როცა წინა მსოფლიოს მომგები გუნდია ვინ დაძრახავს ერთი ორი გადარეული ფანის გარდა არც არავინ.საქართველოს ნაკრები ამ უდიდეს მაფიასთან კიდე რა მოსატანია საერთოდ.
zaza
12:00 28-06-2018
1
ეკატერინბურგს ერქვა სვერდლოვსკი, სტალინგრადი კი ახლანდელი ვოლგოგრადია
ფანი14
11:54 28-06-2018
2

სიახლეები პოპულარული