გარი ლინეკერმა გერმანიის ნაკრებთან დაკავშირებული თავისი ცნობილი ფრაზა კიდევ ერთხელ შეცვალა

AutoSharing Option
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა გერმანიის ნაკრებთან დაკავშირებული თავისი ცნობილი ფრაზა კიდევ ერთხელ შეცვალა.

"ფეხბურთი მარტივი თამაშია, 90 წუთის განმავლობაში 22 კაცი 1 ბურთს დასდევს, მაგრამ თამაშის ბოლოს გერმანელები ყოველთვის ვეღარ იგებენ", - დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ლინეკერის ფრაზა ასე ჟღერდა:

"ფეხბურთს 22 ადამიანი თამაშობს და ყოველთვის გერმანელები იმარჯვებენ".

შვედეთთან გამარჯვების შემდეგ კი ინგლისელმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"ფეხბურთი მარტივი თამაშია: 82 წუთის განმავლობაში ბურთს 22 ადამიანი დასდევს და გერმანელები გაძევებულ მოთამაშეს კარგავენ. ასე რომ, 21
ადამიანი ბურთს კიდევ 13 წუთი დასდევს და ბოლოს და ბოლოს გერმანიის ნაკრები, გაურკვეველია, როგორ იმარჯვებს", - დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

altგარი ლინეკერმა გერმანელებზე თავისი ცნობილი ფრაზა შეცვალა

altმუნდიალი 2018: გერმანიამ სამხრეთ კორეასთან დამარცხება და ტურნირიდან გავარდნა "მოახერხა" [VIDEO]

altმესუთ იოზილს გერმანელმა გულშემატკივრებმა აგინეს და აფურთხეს

altრიო ფერდინანდი: ლეროი სანე, სად ხარ? გერმანიამ საუკეთესო ფეხბურთელი პლაჟზე გაუშვა

altიოახიმ ლიოვი: ჯგუფიდან გასვლის ღირსები არ ვიყავით. არ ვიცი, გადავდგები თუ არა

მკითხველის კომენტარები / 2 /
"ფეხბურთი მოიგონეს ინგლიელებმა, მაგრამ იმარჯვებენ გერმანელები" - ლინეკერამდე ბევრად ადრე გაჟღერდა....
goga
13:45 28-06-2018
1
ერთი ნეტა შენც არ მიაცვ-მააცომდე რა
შაკო
12:32 28-06-2018
3

სიახლეები პოპულარული