მუნდიალი 2018. H ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: პოლონელები კარის გაჯახუნებას აპირებენ

AutoSharing Option
ჯგუფში ყველა იბრძვის მერვედფინალის საგზურისთვის, პოლონეთის ნაკრების გარდა. ლევანდოვსკი და კომპანია მხოლოდ პრესტიჟისთვის თუ ითამაშებენ...

სენეგალის ნაკრებს ფრეც ჰყოფნის მერვედფინალში გასასვლელად. კოლუმბიის საქმე უფრო რთულადაა. "ლოს კაფეტეროსმა" უნდა მოუგოს აფრიკულ გუნდს ან ფრედ ითამაშოს და იმედი იქონიოს, რომ უკვე გავარდნილი პოლონეთი იაპონიას მოუგებს.

ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. წინა ორი შეხვედრა ამხანაგური იყო - 2011 წელს კოლუმბიის ნაკრებმა 2:0 მოიგო, 2014 წელს კი ფრე (2:2) დაფიქსირდა.

ვინ ვის აჯობებს - სენეგალელთა ლიდერი სადიო მანე თუ კოლუმბიელთა პირველი კაცი ხამეს როდრიგესი,
"კოსმოს არენაზე" გამოჩნდება. კოლუმბიელებს შესაძლოა, არ ჰყავდეთ აგილარი. სამაგიეროდ, კარლოს სანჩესი ბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა.

ხუთშაბათი. 28 ივნისი. სამარა. კოსმოს არენა
სენეგალი-კოლუმბია 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
სენეგალი (4-3-3): ხ. ნ"დიაიე - ვაგუე, სანე, კულიბალი, საბალი - ნდიაიე, ა. ნ"დიაიე, გიე - სარი, ნიანგი, მანე
კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, დ. სანჩესი, მინა, მოხიკა - ურიბე, ბარიოსი - კუადრადო, კინტერო, ხამეს როდრიგესი - ფალკაო
არბიტრი: მ. მაჟიჩი (სერბეთი)

* * *
იაპონიას უმოტივაციო პოლონეთთან ქულაც ჰყოფნის, მაგრამ ეს შეიძლება არც ისე იოლი იყოს. პოლონეთი ამ ჯგუფის ფავორიტი იყო და გუნდს, ბუნებრივია, კუდის მოქნევა სურს. იაპონელებს წაგების შემთხვევაშიც კი შეუძლიათ ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ საამისოდ, სენეგალმა კოლუმბიას უნდა მოუგოს.

პოლონეთის ნაკრები მუნდიალს 12-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა. მას ჯგუფიდან გასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის - ბომბარდირობისთვის ბრძოლას.

ლევანდოვსკი ვერაფერს აკეთებს, არადა, საკვალიფიკაციო ტურნირზე მან 16 გოლი გაიტანა. ყველაზე ცუდი კი ის არის პოლონეთისთვის, რომ რობერტი მაინც საუკეთესო მოთამაშეა ამ ნაკრებში, სხვები კიდევ უარესად თამაშობენ.

ხუთშაბათი. 28 ივნისი. ვოლგოგრადი. ვოლგოგრად არენა
იაპონია-პოლონეთი 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო - ჰასებე, შიბასაკი - ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი - ოსაკო
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიშჩეკი, პაზდანი, გლიკი, რიბუსი - კრიხოვიაკი, ჟიელინსკი - ბლაშჩიკოვსკი, მილიკი, გროსიცკი - ლევანდოვსკი
არბიტრი: ჯ. სიკაზვე (ზამბია)

ფაქტები
  • ამ ჯგუფში ყველა შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა - 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • სენეგალსა და კოლუმბიას ერთნაირი შედეგები აქვთ ბოლო 5 მატჩში - 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
  • ბოლო 3 მატჩია, სენეგალს მინიმუმ 2 გოლი გააქვს მატჩში.
  • კოლუმბიის ნაკრებმა ბოლო 6 შეხვედრიდან 4-ში გოლი არ გაუშვა.
  • თუ იაპონია არ წააგებს, 2002 წლის მუნდიალის მიღწევას გაიმეორებს, როცა ზედიზედ სამ შეხვედრაში არ დამარცხდა.
  • იაპონიას ბოლო 9 თამაშია კარი მშრალად ვერ შეუნახავს.
  • იაპონიას მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) ბოლო 11 მატჩიდან 1 მარცხი აქვს.
  • პოლონეთის ნაკრებს 2013 წლის მერე არ წაუგია ზედიზედ სამი თამაში, ახლა კი ამ საფრთხის წინაშეა.

altმუნდიალი 2018. G ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: შეხვედრა მსოფლიოზე 28 წლის შემდეგ


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯობია ისევ სენეგალი და კოლუმბია გავიდნენ.
!!!!!!!!!!!!!!
17:25 28-06-2018
0

სიახლეები პოპულარული