მუნდიალი 2018: ბელგიამ ნაკლებად საინტერესო მატჩში ინგლისი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში G ჯგუფში ბელგიამ 1:0 მოუგო ინგლისს და პირველ ადგილზე გავიდა, ინგლისმა კი მეორე პოზიცია დაიკავა.

ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მხოლოდ ის უნდა გარკვეულიყო, ინგლისი გავიდოდა პირველ ადგილზე თუ ბელგია. მწვრთნელებმა ზოგიერთ წამყვან ფეხბურთელს პლეი-ოფის წინ დასვენების საშუალება მისცეს, ექპერიმენტული სასტარტო შემადგენლობები დააყენეს და მატჩმა სპარინგის ხასიათი მიიღო.

altგარეთ საუტგეითი: ჰარი კეინი რომ 10 წუთით შემეშვა მოედანზე და მუხლის ტრავმა მიეღო?

უსახური პირველი ტაიმის შემდეგ იანუზაიმ ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა, ამის შემდეგ მოედანზე ბევრი არაფერი არ
შეცვლილა და ბელგიამ 1:0 გაიმარჯვა.


G ჯგუფი. ხუთშაბათი. 28 ივნისი. კალინინგრადი. 33 973 მაყურებელი
ინგლისი - ბელგია 0:1
გოლი: 0:1 იანუზაი (52)

ინგლისი: პიკფორდი, როუზი, სტოუნსი (მაკგუიარი 46), კეჰილი, ალექსანდერ-არნოლდი (უელბეკი 78), დელფი, ჯოუნსი, ლოფტუს-ჩიკი, დაიერი, რეშფორდი, ვარდი

ბელგია: კურტუა, ვერმალენი (კომპანი 75), ბოიატა, დენდონკერი, ფელაინი, ტ. აზარი, ტილემანსი, დემბელე, შადლი, იანუზაი (მერტენსი 86), ბატშუაი

G ჯგუფი. ხუთშაბათი. 28 ივნისი. სარანსკი. 37 168 მაყურებელი
პანამა - ტუნისი 1:2
გოლები: 0:1 მერიაჰი (33, საკ. კარში), 1:1 ბენ იუსეფი (51), 1:2 ჰაზრი (66)

პანამა: პენედო, ესკობარი, რ. ტორესი (გუმინგსი 46), მაჩადო, ოვალიე, ავილა (აროიო 81), გოდოი, როდრიგესი, ბარსენასი, გომესი, გ. ტორესი (ტეხადა 56)

ტუნისი: მათლუთი, მერიაჰი, ჰადადი, ბედოუი, ნაგუესი, სასი (ბადრი 46), სხირი, ბენ იუსუფი,ჰაზრი, ჩაალელი, სლიტი (ჰალილი 77)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული