პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია პრანდელის ამჟამინდელი თავკაცის, ადამ ნავალკას შემცვლელად განიხილავს.

ნავალკას ხელმძღვანელობით, პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა.

60 წლის პრანდელი კი ამ დროისთვის უმუშევარია. ადრე ის "ფიორენტინას", იტალიის ნაკრებს, "რომასა" და "ვალენსიას" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული