სერხიო რამოსი: ყატარში ჭაღარა წვერით რომ მომიწიოს ჩასვლა, მაინც წავალ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა თავისი გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მერვედფინალში პენალტების სერიაში რუსეთთან დამარცხდა.

"რადიკალური ცვლილებების მომხრე არ ვარ. იმედია, გადაწყვეტილებას ესპანური ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. ეს ციკლის დასასრული არ არის. ჩვენი გუნდი კვლავინდებურად ძლიერია. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ რჩებიან ძლიერი ფეხბურთელები. ამ ტურნირს დიდი სინანულით ვტოვებ, მაგრამ ვაპირებ ყატარში წავიდე, თუნდაც ჭაღარა წვერით მომიწიოს ჩასვლა.

ნაკრებთან ერთად უკვე დიდი ხანია ვარ. ქებისა და კრიტიკის ქვეშ ვცხოვრობთ. გვინდა, უფრო
მეტი მხარდაჭერა და სიყვარული მივიღოთ, მაგრამ რუსეთთან მარცხი პრესის მხრიდან წნეხის ბრალი არაა", - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.

ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს გაიმართება. მაგ დროისთვის რამოსი 36 წლის იქნება.

altმუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
4 წელიწადში ამის შემცვლელს თუ ვერ გამონახავენ კარგად ყოფილა ამათი საქმე.
რამოსი ვეღარ ქაჩავს დიდი ხანია.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული