კოლუმბია VS ინგლისი - ინგლისს მუნდიალის მოგება მოუნდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებს, თუ კოლუმბიას გასცდება, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში საფეხბურთო გრანდებთან ბრძოლა არ მოუწევს. ეს კი შანსია ფეხბურთის სამშობლოსთვის.

თუმცა კოლუმბია ძლიერი მეტოქეა და ჯერ გარეთ საუთგეიტის გუნდი მას უნდა გასცდეს.

ზუსტად 20 წლის წინათ ეს გუნდები საფრანგეთში ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ ინგლისის ნაკრებში დევიდ ბექჰემმა იყოჩაღა (2:0).

ტუნისისა და პანამის დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრებმა ბელგიასთან წაიბორძიკა, ადნან იანუზაის გოლის "წყალობით" 0:1 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა. კოლუმბიის ნაკრები H ჯგუფის გამარჯვებულია, ჩახლართული ჯგუფის, რომლიდანაც პოლონეთის ნაკრები ვერ გავიდა. იერი
მინას თავურის წყალობით, კოლუმბიამ ბოლო ტურში სენეგალი დაამარცხა.

სწორედ იმ თამაშში დაიმტვრა გუნდის ლიდერი ხამეს როდრიგესი, რომლის თამაშიც ინგლისის ნაკრებთან საეჭვოა. სამხრეთამერიკელთა ბანაკში გახარებულები არიან. ექიმის თქმით, ხამესის ტრავმა სერიოზული არ არის და მას შეუძლია ინგლისის ნაკრებთან თამაშისთვის მწყობრში იყოს.

ჩვენ მაინც ვფიქრობთ, მაქსიმუმ, იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს. კოლუმბიელთა რიგებში შეიძლება ვერც აგილარი ვიხილოთ.

როდრიგესს, ბარიოსსა და მოხიკას დისკვალიფიკაციამდე თითო ყვითელი ბარათი აკლიათ.
ინგლისელთა რიგებში საეჭვოა სტოუნზის თამაში, თუმცა მცველი, ალბათ, თამაშს შეძლებს. ინგლისელთა ბანაკში უნდა გაფრთხილდნენ უოკერი და ლოფტუს-ჩიკი.

დელე ალი (ინგლისის ნაკრები): "მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე მაღალი დონეა. აქ პლანეტის საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები ეჯიბრებიან ერთმანეთს. როგორც გუნდი, ჩვენ არავისი არ გვეშინია, არავის დავემალებით. კოლუმბიასთან მოსაგებად გამოვალთ. აქ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით".

ფაქტები
  • მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე გუნდს ერთნაირი შედეგი აქვს - 2 მოგება, 1 წაგება.
  • მაგრამ თუ ბოლო 10 თამაშს გავითვალისწინებთ, ინგლისელთა უპირატესობა აშკარაა - 6 მოგება (კოლუმბიის 4 მოგება).
  • კოლუმბიის ნაკრებმა ბოლო 5 თამაშიდან 4-ში კარი მშრალად შეინახა.
  • ინგლისის ნაკრებმა კოლუმბიას ორივე მატჩი მოუგო - 1998 წლის მუნდიალზე 2:0 და 2005 წელს ამხანაგურში 3:2.



Sportall.GeGalleria Italiana- უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს და მიირთვი საფერავში მოხარშული და დამარინადებული საფირმო კანჭი + 6 კათხა ლუდი!





Sportall.GePoint Terrasse - უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე და მიირთვით გრილზე შემწვარი ხორცის დაფა + 4 კათხა ლუდი "აისი" 4 პერსონისთვის.







1/8-ფინალი. სამშაბათი. 3 ივლისი. მოსკოვი. ოტკრიტიე არენა
კოლუმბია-ინგლისი 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, მინა, დ. სანჩესი, მოხიკა - კ. სანჩესი, ურიბე - კუადრადო, კინტერო, მურიელი - ფალკაო
ინგლისი (3-4-2-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნზი, მაგუაიერი - ტრიპიერი, ლოფტუს-ჩიკი, ჰენდერსონი, იანგი - სტერლინგი, ლინგარდი - კეინი
არბიტრი: მ. გაიგერი (აშშ)


altშვედეთი VS შვეიცარია - ზლატანის დროს ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ინგლისი ფიფადან გასვლას აპირებდა
თუ გახსოვთ. გასულიყვნენ და ისე
მიეხედათ ამ თამაშისათვის უკეთესი
იქნებოდა.რეგრესი აშკარაა
ვეტერანი
15:22 03-07-2018
0
წიწილა არ უნდათ ნიორწყალში?
Neymar
14:09 03-07-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული