პეტერ შმეიხელი: ნეიმარი სამარცხვინოდ იქცევა. არ მინდა, ის ფეხბურთში იყოს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, მას ხშირად ეუხეშებიან და ამას "აფორმებს" კიდეც. "მანჩესტერისა" და დანიის ნაკრების ყოფილი მეკარე, პეტერ შმეიხელი, რომელიც მუნდიალზე ექსპერტად მუშაობს, ფორვარდს აკრიტიკებს.

"ღმერთო ჩემო, ნეიმარს მექსიკასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს. ფიფამ მის საქციელს უნდა მიაქციოს ყურადღება. მის საქციელს სამარცხვინოს ვუწოდებ და მეტს არაფერს.

altმექსიკელების მწვრთნელი ნეიმარის ოსტატობამ და მსახიობობამ გააბრაზა

ის ყველას აღიზიანებს. თითქოს კვდებოდა, ვიფიქრე საკაცით გაიყვანენ, სასწრაფო დახმარების ავტომობილით წაიყვანენ და ფეხბურთში აღარ ვიხილავდით.

მივმართავ ფიფას: ეს ის არაა,

რისი ნახვაც გვინდა ტურნირზე. არსებობს ვიდეოგამეორებები და სიმულანტობის დადგენის საშუალება. ჯანი ინფანტინო სტადიონზე იმყოფებოდა და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს.

Sportall.Ge

ნეიმარს უნდა ყურადღება მიიქციოს, ამას ბავშვები უყურებენ. პირველად გააფრთხილეთ ნეიმარი, მერე კი გააძევეთ. ჭკუა უნდა ვასწავლოთ.

მატჩის შემდეგ, როდესაც კამერა მის გამოსახულებას "იჭერს", ყველაფერს აკეთებს ყურადღების მისაქცევად. არ მინდა, ის ფეხბურთში იყოს. მისი ყურება შეუძლებელია. მეტოქეებისთვის ბარათების "ასაკიდებლად" თამაშობს.

რონალდო ამას "მანჩესტერში" უცბად გადაეჩვია. ახალგაზრდა იყო და მიხვდა, ასე თამაში არ შეიძლება. მას კარგი მწვრთნელი ჰყავდა - სერ ალექს ფერგიუსონი.

გინახავთ ლეო მესი და ჰარი კეინი ასე მოქცეულიყვნენ? არა".

altნეიმარი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ კლუბში კარვახალისა და სარაბიას თანაგუნდელი იყო

Sportall.Ge








მკითხველის კომენტარები / 8 /
ნებისმიერი სპორტსმენი ჯერ კაცი უნდა იყოს და მერე სპორტსმენი. ასეთი გულისამრევი ტიპის ნიჭიც მკიდია და თამაშიც!
aleksandre
00:14 04-07-2018
5
გაანებეთ ნეიმარს თავი, ერთადერთია ვინც ფეხბურთს თამაშობს, რა რონალდო სიმუყლაციას გადაეჩვიაო, ან ნეიმარი რას სიმულანტობს, იმიტომაც იღებს ტრამვებს არა ზედმეტი დამაჯერებლობისთვის?! მიკვირს როგორ არ დაანება თავი ფეხბურთს ამ უხეშობის ფონზე, თვალები არ გაქვთ?! ყელში ამომივიდა გუშინ მექსიკა, ერთი შემადგენლობით 2 თამაში გაძლო გუნდმა, მესამეში ვეღარაფერი გააკეთა, გუშინ კი ეს დაღლილობა ზედმეტ აგრესიაში გადაუვიდათ
გენო
19:59 03-07-2018
27

სიახლეები პოპულარული