სუარესი: ფრანგები ტყუილად თავს ნუ დაიმშვიდებენ, კავანიზე უკეთესი ფეხბურთელებიც გვყავს

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაგუნდელ ედინსონ კავანიზე ისაუბრა, რომელმაც პორტუგალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო.

"კავანის მწყობრში ჩადგომას 3 მილიონ ურუგვაელთან ერთად ველი. მეოთხედფინალამდე ცოტა დრო რჩება და ამის გაკეთება გაუჭირდება. ის ჩვენ გვჭირდება, რადგან ისეთია, როგორიც არის. ამას მუდამ და მითუმეტეს ამ ჩემპიონატზე ამტკიცებს. პორტუგალიასთან გატანილმა მისმა ორმა გოლმა მეოთხედფინალში გაგვიყვანა.

ფრანგები ტყუილად თავს ნუ დაიმშვიდებენ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც კავანიზე უარესად კი არა, არამედ უკეთესადაც შეუძლიათ თამაში. ყველაფერი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა. ურუგვაიმ დაამტკიცა, რომ კოლექტიური გუნდია".

alt

ოფიციალურად: ტრავმის გამო ურუგვაის ნაკრებს საფრანგეთთან ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
კავანი თუ ვერ ითამაშებს ურუგვაის შანსი ნულს ქვემოთაა.
ზვიადი
08:58 04-07-2018
13

სიახლეები პოპულარული