სუარესის გმირობა - ურუგვაელმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ურუგვაიში მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა.

სუარესი საახალწლო არდადეგებს სამშობლოში ატარებს, "მაიამის" ფორვარდი ქალაქ სიუდად დე-ლა-კოსტაში საზარელი სცენის მომსწრე გახდა.

49 წლის მამაკაცი 6-მეტრიან ხეზე ავიდა და ყოფილი მეუღლის ნახვას ითხოვდა, რომელიც კარს არ უღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვლით იმუქრებოდა.

მამაკაცი ხეზე 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ხიდან ჩამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, სანამ ადგილზე ლუის სუარესი არ გამოჩნდა, მამაკაცმა ლეგენდარულ ფეხბურთელთან გასაუბრების შემდეგ თვითმკვლელობა გადაიფიქრა.

როგორც ESPN-ი წერს, ამჟამად მამაკაცი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის.

altსუარესი დარჩა -

მაიამის "ინტერმა" ურუგვაელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

altსუარესი კიდევ 1 წლით აშშ-ში - ვეტერანი ურუგვაელი სავარაუდოდ, მაიამის "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს

altდი მარია-მესი-სუარესის ტრიო? - მაიამის "ინტერს" ანხელის დამატება სურს
 

მკითხველის კომენტარები / 7 /
კი მაგრამ 18 საათი ლოდინს და შორიდან სუარესის მოყვანას არ ჯობდა იმ ტიპის ცოლი მიეყვანათ ? და ნახავდა და ჩამოვიდოდა ! მაგრამაქ მეორე ამბავია--დასავლეთში (და უკვე საქართველოშიც) ყველა ერიდება ქალებთან ურთიერთობას მითუმეტეს საოჯახო საქმეებში ! არავინ არ იცის რას მოიმოქმედებს ის ქალი და სად უჩივლებს "გენდერული თანასწორობის დარღვევისთვის" ! იქ მდგომი პოლიციელებისთვის და სხვებისთვის გაცილებით მისაღები იყო იმ ტიპის ჩამოვარდნა და სიკვდილი ვიდრე მერე ფემინისტურ ორგანიზაციებთან თავის მართლება და სასამართლოებში ხეტიალი ! ყველამ ნახა ვიდეოები ნაცების შტურმბრიგადის ქალები როგორ ეჭიდავებიან პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებენ და ის პოლიციელები ჩმორებივით დგანან და წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ბედავენ(დაკავებაზე ხოლაპარაკიც ზედმეტია) და ყველამ იცის რომ ათასობით ქართველი კაცი ციხეში ზის ""ოჯახური ძალადობის"და "გენდერული დარღვევების" გამო
zura222
18:10 06-01-2025
11
18 საათი ხეზე იჯდა?!))) არ ჯობდა გადმომხტარიყო პირდაპირ?)))
გიუშა
16:49 06-01-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული