ერიკ აბიდალი სიკვდილისგან "ბარსელონას" ექსპრეზიდენტს, სანდრო როსელს გადაურჩენია

AutoSharing Option
El Confidencial-ის ცნობით, "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა 2012 წელს გუნდის მცველს, ერიკ აბიდალს, რომელიც ღვიძლის კიბოთი იყო დაავადებული, შავ ბაზარზე ღვიძლი შეუძინა.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერიკის დონორი მისი ბიძაშვილი ჟერარ აბიდალი იყო.

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ეს ამბავი სრულიად შემთხვევით შეიტყო, როდესაც როსელის ფინანსური მაქინაციების დასადგენად სატელეფონო მოსმენას აწარმოებდა.

როსელს 7 მილიონი დოლარის მითვისება ბრალდება, უკვე ერთი წელიწადია პატიმრობაშია და სასამართლო ამ ზაფხულში გაიმართება.

"ბარსა" როსელის მიერ აბი
დალისთვის ღვიძლის შეძენას უარყოფს.

მოკლედ, ისე გამოდის, აბიდალი როსელის დახმარებით კიბოსგან განიკურნა და ახლა "ბარსელონას" ტექნიკური მდივანია.

altერიკ აბიდალი "ბარსელონას" ტექნიკურ მდივნად დაინიშნა


altერიკ აბიდალი: დანი ალვეშმა თავისი ღვიძლის ნაწილი შემომთავაზა









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული