მუნდიალი 2018: ურუგვაიმ საფრანგეთს ვერაფერი მოუხერხა და ტურნირიდან გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ურუგვაის 2:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა კავანიმ , რომელმაც ტურნირზე თავი ჩინებულად წარმოაჩინა, ტრავმის გამო ვერ იასპარეზა და ეს მისი გუნდისთვის საბედისწერო გამოდგა, რამეთუ სტუანიმ ედინსონის ღირსეულად შეცვლა ვერ შეძლო.

ორი სხვადასხვა სტილის, ორი კარგი ნაკრების თამაში მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგების შეტევებით დაიწყო, სამხრეთამერიკელებმა კი თამაში ჩვეულად კონტრშტევებზე ააგეს. გუნდებს კარგად ჰქონდათ ზონები გადაკეტილი, ფეხბურთელები უნარიანად აზღვევდნენ ერთმანეთს, მბაპემ, რომელმაც წინა შეხვედრაში გაილაღა, სამოქმედო სივრცე შეუზღუდეს და პირველ ტაიმში თამაში მთლად
ლამაზი სანახავი ვერ გამოვიდა.

თითქოს გუნდები შესვენებაზე უგოლოდ უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მე-40 წუთზე ვარანმა თავურით ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია. სხვათა შორის, საფრანგეთმა ურუგვაის გოლი უკანასკნელად 33 წლის წინ გაუტანა.  მერე კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარისკენ კასერესმა გადაგზავნა, ლორისმა გადაარჩინა თავისი გუნდი, დამატებაზე კი გოდინმა ვერ ივარგა.

altსუარესი: ფრანგები ტყუილად თავს ნუ დაიმშვიდებენ, კავანიზე უკეთესი ფეხბურთელებიც გვყავს

შესვენების შემდეგაც ვერ მოახერხა ურუგვაიმ იერიშების ორგანიზება, სუარესი კვლავ მშრალ ულუფაზე იმყოფებოდა, ხოლო 62-ე წუთზე მეკარე მუსლერამ გრიზმანისგან არგასაშვები გოლი გაუშვა და ყველაფერი დასრულდა.

ვაღიაროთ, უფრო მაღალი კლასის ნაკრებმა გაიმარჯვა. ცნობისათვის, საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალებზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან 40 წელია არ წაუგია.


პარასკევი. 6 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
ურუგვაი - საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 ვარანი (40), 0:2 გრიზმანი (62)

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ნანდესი (ურეტავისკაია 73), ტორეირა, ბენტანკური (როდრიგესი 59), ვესინო, ლაქსალტი, სუარესი, სტუანი (გომესი 59)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პოგბა, კანტე, ტოლისო (ნ'ზონზი 79), გრიზმანი (ფეკირი 90+3), ჟირუ, მბაპე (დემბელე 88)
მკითხველის კომენტარები / 5 /
საფრანგეტი ჩემპიონია!!! გაანადგურებს ყველას ისე რომ თვალს არ დაახამხამებს!!!
niko
12:56 07-07-2018
1
საფრანგეთს ზოგადად დიდი არჩევანი აქვს და ეს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს მეტოქეებთან. მთლიანობაში ურუგვაიზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე გოლზე მეკარეც ცოდო იყო, მანდ პრაქტიკულად დასრულდა თამაში. ძალიან საინტერესო ნახევარფინალი გველის და ვნახოთ
გგგ
08:38 07-07-2018
0

სიახლეები პოპულარული