ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი პელეს დონეს ვერასდროს მიაღწევს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

"ბრაზილიელებმა ვიცით, ჯერ არსებობს პელე და შემდეგ უკვე სხვები. ფეხბურთელი შესაძლოა იყოს ძლიერი, ჰქონდეს ტექნიკა, მაგრამ პელეს მემკვიდრე არ ჰყავს და არავის შეუძლია მის დონეს მიაღწიოს", - აღნიშნა სკოლარიმ.

პელე 17 წლის იყო, როდესაც 1958 წელს შვედეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, ნეიმარი კი 26 წლისაა. მას 2014 წლის მუნდიალზე 1/4-ფინალურ შეხვედრაში გერმანიასთან ტრავმის გამო არ უთამაშია, გუშინ კი მისი ბრაზილიის ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა.

სკოლარის ასევე ჰკითხეს, თუ არის ნეიმარი ლიონელ
მესისა და კრიშტიანო რონალდოს დონეზე.

"ბარსელონაში ნეიმარი ძალიან განვითარდა და მაღალ დონეს მიაღწია. ის სწორ გზაზეა და ჯერ კიდევ დრო სჭირდება. შესაძლოა, 1-2 წელში მისი სახით სულ სხვა ფეხბურთელი ვიხილოთ", - აღნიშნა სკოლარიმ.

altმუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა [VIDEO]

altტიბო კურტუა: ვიცოდი, ნეიმარი როგორც დაარტყამდა ბურთს

altრამდენი წუთი იყო ნეიმარი მინდორზე წამოწოლილი მუნდიალის მატჩებში

altყაზანის მერი: თუ ნეიმარი ბელგიასთან ჰეთ-თრიქს შეასრულებს...

altტომა მენე: არ ვიცი, ნეიმარი როგორ გავანეიტრალო

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეიმარმა შეცდომა დაუშვა ბარსელონადან რო წავიდა
toka
13:44 10-07-2018
0
დავით ყიფიანი და გიო ქინქლაძე
გრაფი
02:36 10-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული