მას championat.com-ის ჟურნალისტმა სახელდახელო ინტერვიუ ჩამოართვა.
- ჩვეულებრივზე უფრო უკმაყოფილო იყავით ფეხბურთელების თამაშით...
- საიდან მოიტანეთ? კიდევ გაქვთ კითხვები?
- პირველ ტაიმში თქვენ თამაში არ მოგეწონათ. როგორ რეაგირებდით...
- ...
- ჩვენ ძალიან გგულშემატკივრობდით.
- თქვენ, თუ შეიძლება, კითხვა დამისვით. თუ ემოციებს გამოვხატავდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ვიყავი. ვერ გავიგე, პირდაპირ ნეგატივი რატომ შემოგაქვთ.
- პირიქით, ნაკრებმა კ
- ასე დაგეწყოთ, ჩვენ კი არ ვიბრძოლეთ, არამედ კარგ გუნდს ფეხბურთი ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, პირველი გოლი სულელური გავუშვით და მოგვიწია...
- რამდენად კმაყოფილი ხართ ფეხბურთით...?
- ჩემპიონატზე ჩემი გუნდის ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად დავიხარჯეთ. დღეს ისევ 120 წუთი ვითამაშეთ. აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. სხვა საქმეა, რომ თქვენ კითხვებს მუდამ ნეგატივით იწყებთ, რომ მე რაღაცით უკმაყოფილო ვარ. რატომ ვარ უკმაყოფილო? მადლობა".