მესუთ იოზილის მამა: ჩემი შვილი განტევების ვაცი გახდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის, მესუთ იოზილის მამა, მუსტაფა იოზილი თავის შვილს გამოექომაგა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ერდოღანთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ.

"მე რომ მესუთის ადგილზე ვიყო, ვეტყოდი:"გმადლობთ, მაგრამ თქვენ ზედმეტი მოგდით". ის იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილია. ავსტრიასთან მატჩის წინ ფანებმა უსტვინეს. მან ამის მიზეზი ვერ გაიგო.

მუდმივად თავის მართლება უწევს. მესუთი ნაკრებში 9 წელია თამაშობს და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სულ ასე გამოდის: თუ ვიგებთ, ამას ერთად ვაკეთებთ, თუ ვაგებთ - დამნაშავე მესუთია. ჩემი შვილი განტევების ვაცი გახდა.

ერდოღანთან სურათი პირველად არ გადაუღია. ვიცოდი,
ეს პოლიტიკური განცხადება არ იყო. მესუთი სპორტსმენია, თამაში სურს და პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა".

altლოთარ მათეუსი: იოზილი ნეგატივს აფრქვევს, ის გულით არ თამაშობს





მკითხველის კომენტარები / 1 /
განტევების ვაცი კი არ გახდა, როგორც საკვანძო ფეხბურთელს არაფერი გამოუვიდა. გერმანიის ნაკრების 10 ნომერს გუნდის ლიდერობა მოეთხოვება, რაც მან ვერ მოახერხა. სწორედ ესაა მის მიმართ კრიტიკის მიზეზიც. მამამ რაც არ უნდა დაიცვას, აზრი არა აქვს. უნდა დაამტკიცოს, რომ გერმანიის ნაკრებში ტყუილად არ თამაშობს
: )))))))
03:21 09-07-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული