ეჭვები რუს სპორტსმენებთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა დოპინგსკანდალებმა და რუსეთის ნაკრების მოულოდნელად მეოთხედფინალში გასვლამ განაპირობა.
როგორც ნაკრების ექიმმა ადგილობრივ მედიასაშუალებებს განუცხადა, ნიშადურის სპირტს სპორტსმენები უკვე ათწლეულებია, იყენებენ.
ბეზუგლოვმა უარყო, რომ ეს დოპინგის მიღებას ნიშნავს. ეს ნივთიერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ფილტვების ფუნქციონირებას, თუმცა ფიფას ანტი-დოპინგნივთიერებათა სიაში არაა შესული.