ეს განცხადება მან უკრაინის პარლამენტში გააკეთა, სადაც ის რუსეთის კარში გადამწყვეტი პენალტის ავტორ ივან რაკიტიჩის მაისურით მივიდა.
პავლენკო სიტყვებში - "დიდება უკრაინას", პოლიტიკურს ვერაფერს ხედავს. შესაბამისად, მისთვის ფიფას გადაწყვეტილება გაუგებარია.
ახლა უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია სწავლობს ლეგალურ გზებს, რათა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
ის ასევე ვუკოევიჩის ხორვატიის ნაკრებიდან მოკვეთის საკითხსაც შეეხო.
"ვუკოევიჩი უკრაინის საპატივცემულო ფრაზის გამო ჩამოაშორეს ხორვატიის ნაკრებს. მიმაჩნია, რომ ეს
ჩვენ შეგვიძლია დამატებითი მხარდამჭერი არგუმენტები მოვიყვანოთ და იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა ძალაში დარჩება, მზად ვართ, ის გადავიხადოთ.
ასევე განვიხილავთ მისნაირ მაღალი კლასის სპეციალისტთან თანამშრომლობასაც. ვაფასებთ ადამიანებს, რომლებიც ერთგულნი არიან უკრაინის მიმართ და არ ეშინიათ, სახალხოდ გამოხატონ ეს. მადლობა, ოგნენ!
დიდება უკრაინას! დიდება ხორვატიას!
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისთან თამაშის წინ ნაკრებიდან ერთ-ერთი მწვრთნელი მოკვეთა
დომაგოი ვიდა "დიდება უკრაინის" სკანდირებისთვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ნახევარფინალში ითამაშებს
ვიდა და ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]