დომაგოი ვიდა "დიდება უკრაინის" სკანდირებისთვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ნახევარფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის დამარცხების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მცველმა, დომაგოი ვიდამ და ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ოგნენ ვუკოევიჩმა, რომლებიც კიევის "დინამოში" თამაშობდნენ, ვიდეო გაავრცელეს და სკანდირებდნენ:"დიდება უკრაინას! ეს გამარჯვება "დინამოსა" და უკრაინისთვისაა!".

ფიფა კრძალავს პოლიტიკურ მოწოდებებს, ამისათვის ვიდა შეიძლებოდა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯათ და 4 200 ევროთი დაეჯარიმებინათ.

ვიდა მიხვდა, რომ შეიძლებოდა დაესაჯათ და თქვა, რომ იხუმრა და ამაში არანაირი პოლიტიკა არაა.

ვიდამ რუსებს გოლი თამაშისას და მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიისასაც გაუტანა.

ფიფამ განიხილა ვიდას საკითხი, გაფრთხილება აკმარა და ის ნახევარფინალში ითამაშებს.

altვიდა და ვუკოევიჩი

რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბეშიქთაშზე უკუთეს გუნდში რატო არ უნდა იყოს მგონი კაი გუნდი დაიმატებს ვიდას მსოფლიოს მერე ეკუტვნის აშკარად
1
ჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა ვიდრე გადაეთქვა.
!!!!!!!!!!!!!!
11:10 09-07-2018
6

სიახლეები პოპულარული