მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
ხორვატიაზე ბევრად უკეთესმა და ძლიერმა გუნდებმა დატოვეს ჩემპიონატი.
007
12 ივლისი 2018 01:41
10
ეს ჩვენი ურაპატრიოტები რო რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გამომივიდნენ.თვითონ ხორვატებს მთელ იარუსზე ჰქონდათ გადაჭიმული რუსების სამადლობელი ბანერი და ბოდიშებიც იხადეს არასპორტული საქციელისთვის(პუტინს არ უთქვია ევროპულ არხებზე ვუყურე).
2018 ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონი
12 ივლისი 2018 12:39
5
არმეგონა ფინალში თუ ხორვატია გავიდოდა, ეს რომ მცოდნოდა, კოსტა რიკას ან მექსიკას ვუქომაგებდი
1987
12 ივლისი 2018 01:45
10
ალბათ ამხანაგური მატჩი იქნება ფინალი. თუ ხორვატია ფინალის გუნდია მაშინ რუსეთსაც შეეძლო ფინალში გასვლა.
123
12 ივლისი 2018 00:58
27
ეს ფეხბურთზე დაწერე? ხო არ აურია ნეტმა ან რავიცი
ლაშა19
12 ივლისი 2018 01:44
0
ხორვატია ევროპის მეორე დონის ნაკრებია. ანუ იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია. მეორე დონე: ისლანდია, სერბეთი, ხორვატია, რუსეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ბელგია. ეს დონე არ უდნა თამაშობდეს მსოფლიოზე.
111
12 ივლისი 2018 08:44
29
აბა შენი აზრით რომელი გუნდი უნდა ყოფილიყო ფინალში ხორვატიის მაგივრად? ამათზე ჟილკიანად და ბოლომდე რომელმა ითამაშა ამდენი თამაში? წადი ბალეტს უყურე ჯობს ;)
:D :D :D
12 ივლისი 2018 09:25
1
ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარშენ,შვანგირაძე.
სოსო
12 ივლისი 2018 11:29
0
ყველა გამოხმაურება
მემგონი ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მალე მსოლფიოზე ფინალებში შვეიცარიას, ისლანდიას, ბელგიას, უნგრეთს, პოლონეთს, უკრაინას, რუსეთს, ათამაშებენ და სანახავი ნამდვილად არ იქნება ეს მართაილა. სანახავიც ხომ უნდა იყოს რაღაც? ინგლისი–საფრნაგეთი კლასიკა იქნებოდა. მალე იქნება სუპერ ფინალი მსოფლიოზე შვეიცარია-უნგრეთი და ჩავუსხდებით DDDDDDDDD
გოჩა
12 ივლისი 2018 01:26
20
და ხორვატია რო ჯობია ინგლისს რატო არ უნდა ითამაშოს ფინალი?თქვენი გადმოსახედიდან უფრო სუსტი უნდა თამაშობდეს ფინალს!?
Giorgi
12 ივლისი 2018 01:39
2
ვინ გითხრათ რომ ინგლისზე ძლეირია ხორვატია? უბრალდო მოეშვნენ, პირველ ტამში მინიმუმ 3 გოლი უნდა გაეტანათ. მეორეზე არ წავიდნენ და ეს შეცდომა იყო. ხორვატიას მსოფლიომდე ისლანდიამ სძლია და ამ ლოგიკით ისლანდიაზე წინ რატოა ხორვატია? ხოლო ისლანდიამაც დაამარცხა ინგლისი. მაგრამ ვერასოდეს შეადარებ მათ. ისევე როგორც ესპანეთს მოვუგეთ და ვერასოდეს შევედრებით მათ.
111
12 ივლისი 2018 02:28
3
ყველა გამოხმაურება
2014 წლის ფინალი გერმანია-არგენტინა
2010 წლის ფინალი ესპანეთი-ჰოლანდია
2006 წლის ფინალი საფრანგეთი-იტალია
2002 წლის ფინალი ბრაზილია-გერმანია
1998 წლის ფინალი საფრანგეთი-ბრაზილია
2018 წლის ფინალი ...... - ხორვატია :D
111
12 ივლისი 2018 01:02
14
ალბათ, ფინალი ძალიან უთანასწორო იქნება!
ირაკლი
12 ივლისი 2018 00:52
16
ფეხბურთელებზე არც მე ვიძახი ცუდ რამეს. აქ ზოგადად ხორვატების მიმართ ეპიტეთებმა გამაკვირვა.მე სერბეთშიც ვარ ნამყოფი, ხორვატიაშიც და შემიძლია ორივე ერის დახასიათება. ხორვატევზე ნაგავი ხალხი ევროპაში მხოლოდ ალბანელებია.
Vakhtang Lobzhanidze
12 ივლისი 2018 18:36
3
ხორვატი არაა სლავი!!!!!!!!!!!
mimi
12 ივლისი 2018 08:15
4
ჰო, ზანგია.
მენტორი
12 ივლისი 2018 10:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული