ფინალი
საფრანგეთი
4
2
ხორვატია
მესამე ადგილისთვის
ბელგია
2
:
0
ინგლისი
more

ზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა საფრანგეთთან მომავალ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჩვენთან ყველას ახსოვს 1998 წელს საფრანგეთთან წაგება, ახსოვთ ტიურამი, დღემდე მსჯელობენ იმ შეხვედრაზე. მაშინ "ჰაიდუკში" ვთამაშობდი. ჩემპიონატის პირველ 3 მატჩში ვუგულშემატკივრე ჩემს ნაკრებს, მერე სეზონისთვის მოსამზადებლად გუნდში დავბრუნდი. მახსოვს შუკერის გატანილი გოლით როგორ ვხარობდით, მაგრამ მერე საკუთარ კარს მიგვაჯაჭვეს და დავმარცხდით. შესაძლოა, ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა.

დღეს ჩვენმა გულშემატკივრებმაც აჯობეს ინგლისელ ფანებს. ვერ გეტყვით, რამდენი იყვნენ, მაგრამ მათი ხმა უფრო ისმოდა, როდესაც
ბურთს ვერ ვაკონტროლებდით, მაგრად გვქომაგობდნენ. მინდა, მაკედონიის ჩათვლით მთელს რეგიონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო".

altმუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული