საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენცია, სამუელ უმტიტის მონაწილეობით, კურიოზულად დაიწყო.
ნაკრების 75 წლის პრესატაშეს, ფილიპ ტურნონს სახელები შეეშალა და სამუელ უმტიტი პოლ უმტიტიდ ახსენა. ფეხბურთელს ამაზე გაეღიმა და თავი მოაჩვენა, თითქოს პროტესტის ნიშნად წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა.
სასაცილო ისაა, რომ ტურნონმა თითქოსდა შეცდომა გამოასწორა და ფეხბურთელი სამუელ პოგბათი წარადგინა.
ტურნონი საფრანგეთის ნაკრებში 1983 წლიდან მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 15 ივლისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ხორვატიას შეხვდება.