საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ბელგიის ნაკრების მეკარის კრიტიკას უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც ბელგიამ 0:1 წააგო, კურტუამ განაცხადა, რომ საფრანგეთი ანტიფეხბურთს თამაშობს.
"ტიბო კურტუა ფიქრობს, რომ "ჩელსი" "ბარსელონასავით" თამაშობს?
არ მაინტერესებს, როგორ, უბრალოდ, მინდა, ამ მაისურზე მეორე ვარსკვლავი გაჩნდეს. მორჩა", - თქვა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი 15 ივლისს დაიწყება, სადაც საფრანგეთი ხორვატიას შეხვდება.