ზლატკო დალიჩი: ჩემს ბიჭებს ფინალის წინ ამას ვეტყვი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ კომენტარი ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა გააკეთა.

"ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ ხორვატია ამ ეტაპამდე მოვიდა. როგორ შეგვეძლო ეს წარმოგვედგინა?

მახსოვს, ჯერ კიდევ ის პერიოდი, როდესაც პლეი-ოფში უკრაინა დავამარცხეთ. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი მუნდიალზე გავსულიყავით და ფინალი ოცნებაშიც არ წარმოგვედგინა.

რას ვეტყვი ჩემს ფეხბურთელებს შეხვედრის წინ? უბრალოდ, მიდით ბიჭებო, ისიამოვნეთ.

ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მე და ჩემმა ბიჭებმა მივაღწიეთ", - აღნიშნა დალიჩმა.

altსაფრანგეთი VS ხორვატია - მუნდიალი გამარჯვებულს ელის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული