20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩში საფრანგეთმა ხორვატიის დიდებული გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 20 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

altზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

 

ფინალები უმეტესად
ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ.

ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა (ისე, შეეძლო არც დაენიშნა) და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

შესვენების შემდეგ ხორვატებმა ისევ დაიწყეს იერიშის იერიშზე მიტანა და რებიჩს ლორისმა არ დაანება გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი პოგბამ დალაშქრა სუბაშიჩის კარი და ხორვატები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩდნენ. მერე მბაპემ მეოთხე გოლიც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა (სუბაშიჩს 20 მეტრიდან დარტყმული ბურთის აღება მართებდა). შემდეგ დიდად ნაქებმა ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მანძუკიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და 4:2.

რა თქმა უნდა, ხორვატების გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი დარჩნენ და მართლებიც არიან, რომ მათ მეტოქეს გაუმართლა, მაგრამ როგორც წესი, უძლიერესს უმართლებს ხოლმე.


altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
საფრანგეთი - ხორვატია 4:2
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანძუკიჩი (69)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე (ნზონზი 55), პოგბა, მატიუიდი (ტოლისო 73), მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი (პიაცა 82), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71), პერიშიჩი, მანძუკიჩი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეხლა გინდა შავები და გინდათ თეთრები იძახეთ ყველაზე ძლიერმა მოიგო ჩემპიონატი. შთაბეჭდილება რჩებოდა რომ საფრანგეთმა ყველას ცალი ფეხით მოუგო, ძალიან ძლიერი ნაკრები ყავთ და კიდე დიდხანს იქნება ძლიერი ყველა ახალგაზრდაა ორი სამი მოთამაშის გარდა და მათთაც ღირსეული შემცვლელები ყავთ. მადლობა ფრანგებს ჩემი გახარებისთვის და კიდევ მადლობა ხორვატებს სამაგალითო ხალხია და მომავალში წარმატებებს უსუსრვებ იმსახურებენ წარმატებას ხორვატი ხალხი ჩვენსავით გაჭირვებაში და ომში გამოვლილი ხალხია
ზიზუ
15 ივლისი 2018 22:19
2
ჯერ გეტყვით რომ კარგი თამაში და საფრანგეთის მოგება მინდოდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს თვალში მომხვდა რაკიტიჩის უაზრო თამაში, ამის მერე მთელი მეორე ტაიმი ვაკვირდებოდი, გაოცებული დავრჩი მისი უნიათო თამაშით, შეტევების შეფერხება, ვითომ ფაფხური და პასები უკან, ერთი დარტყმა და ისიც ტრიბუნებზე, მოკლედ ეს თუ განგებ არ ხდებოდა აბა ამაში უხდიან ბარსელონაში ამ ტიპს ფულს?! ეს არი ხორვატიის გუნდის ლიდერი?!
ფაქტიურად საფრანგეთს ყავდა თავისიანი ხორვატებში. გადაახვიეთ ხალხო და ნახეთ, იქნება ვცდები! მოიგებდა 12 კაცით 10-ის წინააღმდეგ უეჭველად და რომ მცოდნოდა მეც დავდებდი ფულს საფრანგეთზე, მარა მე და თქვენ მაგას ვინ გვეტყვის?!
bs
15 ივლისი 2018 21:59
6
მანდ პენიცილინივით მილიონები ტრიალებს, რაკიტიჩი კი არა, ფოთის პოლიცმაისტერიც ჩაიხდიდა!
ტოტალიზატორმა სპორტი მოჰკლა (აბა, ეს რა ჩემპიონატი "დადგეს"???) ...
16 ივლისი 2018 02:11
1
ჰოო, მეც ვიცი რომ სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, მარა ისიც ხომ გაგიგიათ პატივცემულო korben dallas ,,ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო" ;-)
bs
15 ივლისი 2018 23:02
0
ყველა გამოხმაურება
საფრანგეთს რომ ეთამაშა რადმენი იქნებოდა ნეტა ანაგრიში?
111
15 ივლისი 2018 21:45
4
მთელი ტურნირია "საფრანგეთს რომ ეთამაშა" ისმის და გაიგეთ რომ ეს არის საფრანგეთის თამაში, სხვა იდუმალი ძალა მას არ აქვს. პ.ს. ეგ შეფასება ადასტურებს რომ ყველას რაღაც დააკლდა ამ ჩემპიონატზე, უფრო მეტს ველოდით.
???
15 ივლისი 2018 22:17
2
მასეთი ზანგები რომელნიც საფრანგეთში დაიბადნენ და იქაურ კულტურას არიან ნაზიარები როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და ფრანგები, არ გინდა საქართველოშიც იყვნენ? რამდენი ფაშისტია მსოფლიოში ამის.
111
15 ივლისი 2018 21:43
24
არა არ გვინდა! საქართველოში ჩვენ გვინდა ქართველთა ნაკრები! მეორ, ვინც დაიბადა მატარბელში ის რა რკინიგზელია?! ფაშისტი ხარ თითონ შენ!
aburjga
15 ივლისი 2018 22:23
5
ფორტუნა კი არა კლასი! ესპანეთმა მილიონჯერ დაარტყა და კარში ევრ დაარტყეს, საფრანგეთმა 3 დაარტყა და 4 გოლი გაიტანა. ნახევარ ძალითაც კიარა ითამაშეს.
111
15 ივლისი 2018 21:41
9
კარგი ჩემპიონატი იყო შესანიშნავი ფინალით. ჩემპიონიც ღირსეულია!!! ვულოცავ!!!
tngh
15 ივლისი 2018 21:15
8
ეგეთი პენლები რომელიც კარის მიმარტულებით არ მიდის და არც მოწინააღმდეგე ფეღბურთელისკენ არ უნდა ინიშნებოდეს.
laguna
15 ივლისი 2018 21:10
5
ხო ვიძახოდი აფრიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო!!!!!
gurami
15 ივლისი 2018 21:02
3
22–ფეღბურთელიდან საფრანგეთში არ დაბადებული 14–ფეღბურთელია! კონგ ზაირი გვინია განა და ასე შემდფეგ!
gurami
15 ივლისი 2018 21:54
2
გინდა აფრიკის ნაკრები ეძახე და გინდა მონების, ფაქტია რო ფრანგ ხალხს უდიდესი სიხარული მოუტანეს და ქვეყნისთვის სადაც გაიზარდნენ ბოლომდე იბრძოლეს
.
15 ივლისი 2018 21:43
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული