20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩში საფრანგეთმა ხორვატიის დიდებული გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 20 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

altზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

 

ფინალები უმეტესად
ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ.

ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა (ისე, შეეძლო არც დაენიშნა) და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

შესვენების შემდეგ ხორვატებმა ისევ დაიწყეს იერიშის იერიშზე მიტანა და რებიჩს ლორისმა არ დაანება გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი პოგბამ დალაშქრა სუბაშიჩის კარი და ხორვატები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩდნენ. მერე მბაპემ მეოთხე გოლიც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა (სუბაშიჩს 20 მეტრიდან დარტყმული ბურთის აღება მართებდა). შემდეგ დიდად ნაქებმა ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მანძუკიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და 4:2.

რა თქმა უნდა, ხორვატების გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი დარჩნენ და მართლებიც არიან, რომ მათ მეტოქეს გაუმართლა, მაგრამ როგორც წესი, უძლიერესს უმართლებს ხოლმე.


altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
საფრანგეთი - ხორვატია 4:2
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანძუკიჩი (69)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე (ნზონზი 55), პოგბა, მატიუიდი (ტოლისო 73), მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი (პიაცა 82), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71), პერიშიჩი, მანძუკიჩი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ხო ვიძახოდი აფრიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო!!!!!
gurami
15 ივლისი 2018 21:02
3
გინდა აფრიკის ნაკრები ეძახე და გინდა მონების, ფაქტია რო ფრანგ ხალხს უდიდესი სიხარული მოუტანეს და ქვეყნისთვის სადაც გაიზარდნენ ბოლომდე იბრძოლეს
.
15 ივლისი 2018 21:43
12
22–ფეღბურთელიდან საფრანგეთში არ დაბადებული 14–ფეღბურთელია! კონგ ზაირი გვინია განა და ასე შემდფეგ!
gurami
15 ივლისი 2018 21:54
2
ყველაზე აუტანელი მაინც ჩვენი კომენტარორების უნიჭო რეპორტაჟების მოსმენა იყო, ბრწყინცალე, შეუდარებელი, შესანიშნავი, განუმეორებელი, მორიგი შედევრი... ეს არის მათი შეფასებები ნებისმიერ რამეზე, ან გრამატიკაში მოიკოჭლებენ და საერთოდ არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა, ან არადა ცხოვრებაში ფეხბურთი არა აქვთ ნათამაშები, თუ აქვთ, ჰა, ჰა კარებში აყენებდნენ ალბათ, როგორც უნიჭოებს.
zdf
16 ივლისი 2018 01:10
0
კომენტატორების კრიტიკზე ცოტა ნელა, თორემ "მამიკოსთან" -

პარლამენტარ და რესპუბლიკელ დავით ზურაბიშავილთან გექნებათ საქმე!!!

:---))
zdf - s
16 ივლისი 2018 02:42
0
აგრეთვე ეპოქალური ჰქონდა გუშინ ატაცებული,
დ.ვ
16 ივლისი 2018 11:08
0
მსაჯმა აშკარად გააფუჭა თამაში, არ მგონია რომ მისი ქვეყნის გუნდის გამომგდებ შესანიშნავ გუნდს სპეციალურად გაუჩალიჩა, მაგრამ პენალტი დასანიშნი არ იყო. მიუხედავად იმისა რომ მე ხორვატებს ვბალელშიკობდი, ვფიქრობ ფრანგები მაინც მოიგებდნენ. გული დამწყდა, რომ ახალი ჩემპიონი ვერ გამოვლინდა და ჩემპიონატიც რომ დამთავრდა.) ) ხორვატია ყველანაირად ქვების ღირსია, ბრწყინვალედ ჩაატარა ტურნირი!
დავით 67
16 ივლისი 2018 01:36
7
ეგეთი პენლები რომელიც კარის მიმარტულებით არ მიდის და არც მოწინააღმდეგე ფეღბურთელისკენ არ უნდა ინიშნებოდეს.
laguna
15 ივლისი 2018 21:10
5
საფრანგეთს რომ ეთამაშა რადმენი იქნებოდა ნეტა ანაგრიში?
111
15 ივლისი 2018 21:45
4
მთელი ტურნირია "საფრანგეთს რომ ეთამაშა" ისმის და გაიგეთ რომ ეს არის საფრანგეთის თამაში, სხვა იდუმალი ძალა მას არ აქვს. პ.ს. ეგ შეფასება ადასტურებს რომ ყველას რაღაც დააკლდა ამ ჩემპიონატზე, უფრო მეტს ველოდით.
???
15 ივლისი 2018 22:17
2
კარგი ჩემპიონატი იყო შესანიშნავი ფინალით. ჩემპიონიც ღირსეულია!!! ვულოცავ!!!
tngh
15 ივლისი 2018 21:15
8
ობიექტური ფაქტია და ვერსად წაუხვალ! საფრენგეთად წოდებულმა აფრიკის ნაკრებმა გაიმარჯვა და დეტალებს ალბათ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც: ვერანაირად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კარგი ჩემპიონატი იყო, პირიქით ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი უსუსტესი ჩემპიონატი იყო თუნდაც შემადგენლობით და ფავორიტებად წოდებული გუნდების თამაშის ხარისხით. არ იყო იტალია რომელმაც შვედეთის ე.წ. ავტობუსს ვერაფერი მოუხერხა, არ იყო ჰოლანდია რომელსაც გარკვეული თაობათა ცვლა აქვს, არგენტინამ და გერმანიამ რა ითამაშეს კიდევ ვერ გაურკვევიათ ბოლომდე, ინგლისი ადრეულთან შედარებით ცოტა უკეთესი იყო, მაგრამ მაინც?! კი, ვერავინ იტყვის ბელგია ცუდი გუნდიაო მაგრამ ობიექტურად ალბათ მაინ ბრაზილიას უნდა მოეგო ისევე როგორც ბელგიამ საფრანგეთს აჯობა პირისპირ მაგრამ?!!!!! ესპანეთი რეებს თამაშობს მემგონო თვითონაც ვერ გაუგიათ, დარჩა ხორვატია რომელსაც ყველა დამატებითი დრო ჰქონდა ნათამაშები და აფრიკელმა ფრანგებმაც კარგად ისარგებლეს ცოტას ალბათ ხორვატებზე განაწყენებული არგენტინელი მსაჯიც წაეხმარა და(გრიზმანს ალბათ თასთან ერთად ოსკარიც ეკუთვნის ნიჭიერად წაიქცა პირველი ჯარიმის ეპიზოდში) გარდა ამისა დარჩნენ ე.წ შედეგზე ორიენტირებული გუნდები რომლებსაც მაყურებელი მიიღებს თუ არა ფეხბურთის ყურებით სიამოვნებას საერთოდ არ აინტერესებთ.... ზოგადად ეგ არის... პ.ს. თუ არ შეწუხდებით იქნებ დადოთ კომენტარებში.....
?!?
16 ივლისი 2018 00:33
3
ეხლა გინდა შავები და გინდათ თეთრები იძახეთ ყველაზე ძლიერმა მოიგო ჩემპიონატი. შთაბეჭდილება რჩებოდა რომ საფრანგეთმა ყველას ცალი ფეხით მოუგო, ძალიან ძლიერი ნაკრები ყავთ და კიდე დიდხანს იქნება ძლიერი ყველა ახალგაზრდაა ორი სამი მოთამაშის გარდა და მათთაც ღირსეული შემცვლელები ყავთ. მადლობა ფრანგებს ჩემი გახარებისთვის და კიდევ მადლობა ხორვატებს სამაგალითო ხალხია და მომავალში წარმატებებს უსუსრვებ იმსახურებენ წარმატებას ხორვატი ხალხი ჩვენსავით გაჭირვებაში და ომში გამოვლილი ხალხია
ზიზუ
15 ივლისი 2018 22:19
2
რა ფორტუნა, ცალი ფეხით მოუგეს, ნახევარი საათით ადრე დაუმთავრეს თამაში. ეს ტაქტიკაა, როდესაც მეტოქეს აძლევ ინიციატივას და კონტრშეტევებზე თამაშობ. აბსოლუტურად კანონზომიერი იყო ფრანგების გამარჯვება.
mario manjukichi
16 ივლისი 2018 00:08
9
მასეთი ზანგები რომელნიც საფრანგეთში დაიბადნენ და იქაურ კულტურას არიან ნაზიარები როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და ფრანგები, არ გინდა საქართველოშიც იყვნენ? რამდენი ფაშისტია მსოფლიოში ამის.
111
15 ივლისი 2018 21:43
24
არა არ გვინდა! საქართველოში ჩვენ გვინდა ქართველთა ნაკრები! მეორ, ვინც დაიბადა მატარბელში ის რა რკინიგზელია?! ფაშისტი ხარ თითონ შენ!
aburjga
15 ივლისი 2018 22:23
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული