ფიფას ყოფილი არბიტრი: პიტანას მსაჯობა უსამართლობის მწვერვალი იყო

AutoSharing Option
ფიფას ყოფილმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ნესტორ პიტანას მსაჯობა უარყოფითად შეაფასა.

"პიტანამ დიდხანს უყურა ვიდეოგამეორებას, აშკარაა, აწონა თავისი გადაწყვეტილება და პერიშიჩის მიერ ხელით თამაშისთვის პენალტი დანიშნა. მე კი უცბად გამახსენდა მექსიკა - შვედეთის შეხვედრა. იმ მატჩში ხავიერ ერნანდესის ხელით თამაში უფრო აშკარა იყო. რატომ არ დადო პიტანამ მაშინ თერთმეტმეტრიანი? სადაა აქ თანმიმდევრულობა?

ხორვატი ფეხბურთელი იმ მომენტში არასაყრდენ ფაზაში იმყოფებოდა. ორივე ახტა, მატიუიდის უნდოდა, თუმცა თავით ვერ ითამაშა, პერიშიჩმა კი დაშვებისას ხელის მოშორება ვერ მოასწრო. ეს არ იყო
საკმარისი პენალტის დასანიშნად. მექსიკა - შვედეთის მატჩში მიღებული გადაწყვეტილების ფონზე კი, ეს პატანას შესრულებით უსამართლობის მწვერვალი გახლდათ.

რაც შეეხება გრიზმანის მიერ მოპოვებულ საჯარიმოს. ანტუანს ეხერხება ლამაზად დაცემა. რეფერი თამაშს უნდა გრძნობდეს და ესმოდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მსაჯია. შემდეგში მან ანალოგიურ შემთხვევებში წესების დარღვევა არ დააფიქსირა. გრიზმანის მცველთან კონტაქტამდე დაეცა, პიტანამ კი დაუსტვინა. ფრანგმა ბურთი გაიგდო, ფეხები არ გასწია და ოპონენტი მხოლოდ მაშინ შეეხო. საფრანგეთის სასარგებლოდ მიღებული იყო არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები. ლამაზად არ გამოვიდა".

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მკითხველის კომენტარები / 11 /
რანაირად არ იყო პენალი ვერ გავიგე ვიდეო რეფერების ბრიგადამ ასჯერ ნახა გამეორებით და პლუს მთავარმა არბიტრმაც ხუთი წუთი უყურა ათასნაირი რაკურსით, ვიდეოგამეორებასაც აღარ ვენდობით? უცნაურია.
მუმლი მუხიკა
01:18 17-07-2018
7
განზრახ ითამაშაო ვერავინ იტყვის მარა ხელი იმ მომენტში იქ არ უნდა ყოფილიყო ამას წყალი არ გაუვა ეგრე ყველა აპარტყუნებს მაშინ ხელებს და რა მივიღებთ?
vova
16:17 16-07-2018
9

სიახლეები პოპულარული