ფიფას ყოფილი არბიტრი: პიტანას მსაჯობა უსამართლობის მწვერვალი იყო

AutoSharing Option
ფიფას ყოფილმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ნესტორ პიტანას მსაჯობა უარყოფითად შეაფასა.

"პიტანამ დიდხანს უყურა ვიდეოგამეორებას, აშკარაა, აწონა თავისი გადაწყვეტილება და პერიშიჩის მიერ ხელით თამაშისთვის პენალტი დანიშნა. მე კი უცბად გამახსენდა მექსიკა - შვედეთის შეხვედრა. იმ მატჩში ხავიერ ერნანდესის ხელით თამაში უფრო აშკარა იყო. რატომ არ დადო პიტანამ მაშინ თერთმეტმეტრიანი? სადაა აქ თანმიმდევრულობა?

ხორვატი ფეხბურთელი იმ მომენტში არასაყრდენ ფაზაში იმყოფებოდა. ორივე ახტა, მატიუიდის უნდოდა, თუმცა თავით ვერ ითამაშა, პერიშიჩმა კი დაშვებისას ხელის მოშორება ვერ მოასწრო. ეს არ იყო
საკმარისი პენალტის დასანიშნად. მექსიკა - შვედეთის მატჩში მიღებული გადაწყვეტილების ფონზე კი, ეს პატანას შესრულებით უსამართლობის მწვერვალი გახლდათ.

რაც შეეხება გრიზმანის მიერ მოპოვებულ საჯარიმოს. ანტუანს ეხერხება ლამაზად დაცემა. რეფერი თამაშს უნდა გრძნობდეს და ესმოდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მსაჯია. შემდეგში მან ანალოგიურ შემთხვევებში წესების დარღვევა არ დააფიქსირა. გრიზმანის მცველთან კონტაქტამდე დაეცა, პიტანამ კი დაუსტვინა. ფრანგმა ბურთი გაიგდო, ფეხები არ გასწია და ოპონენტი მხოლოდ მაშინ შეეხო. საფრანგეთის სასარგებლოდ მიღებული იყო არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები. ლამაზად არ გამოვიდა".

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მკითხველის კომენტარები / 11 /
რანაირად არ იყო პენალი ვერ გავიგე ვიდეო რეფერების ბრიგადამ ასჯერ ნახა გამეორებით და პლუს მთავარმა არბიტრმაც ხუთი წუთი უყურა ათასნაირი რაკურსით, ვიდეოგამეორებასაც აღარ ვენდობით? უცნაურია.
მუმლი მუხიკა
17 ივლისი 2018 01:18
7
ხელით რომ არ ეთამაშა, გაგრძელება მაინც ხორვატებს უწევდათ, შეეძლო არ დაედო პენალტი, თან წინა დღეებში ამ მსაჯმა უფრო უეჭველი პენალტი არ დადო, ასეთი მითითება ჰქონდა და რა ქნას? ფიფა არის ყველაზე თახსირი სპორტული ფედერაცია და ამას არაფერი ეშველება, "დაჟე" სერბს რომ ემსაჯა (მაზიჩს) ისიც არ იკადრებდა ომას რაც ნესტორამ იკადრა
ვასილიჩი
17 ივლისი 2018 17:18
0
განზრახ ითამაშაო ვერავინ იტყვის მარა ხელი იმ მომენტში იქ არ უნდა ყოფილიყო ამას წყალი არ გაუვა ეგრე ყველა აპარტყუნებს მაშინ ხელებს და რა მივიღებთ?
vova
16 ივლისი 2018 16:17
9
იმდენი პენალტი არ დადებულა ეგეთ შემთხვევებში,რომ უკვე ვერცერთი ჟურნალისტი ვეღარ ითვლის. პენალტი დასანიშნი არ იყო,რადგან ბურთი მოხვდა ხელს და ეს არ იყო განზრახ თამაში. პენალტი კი დაინიშნა და ვერავინ შეედავება მსაჯს,რადგან ხელით თამაში საჯარიმოში პენალტს ნიშნავს. თვითონ ფიფამ აურია წესები და ათასი ყ... მოიფიქრა. ესეთი პენალტები აღარ ინიშნება დღევანდელ დღეს. ასეა თუ ისე საფრანგეთმა დამსახურებულად მოიგო. ამ გუნდს ეტყობოდა,რომ მომატება კიდევ შეეძლო. არის თუ არა ღირსეული ჩემპიონი? რა თქმა უნდა არა. ეს ჩემი აზრია,იქიდან გამომდინარე რო არ მიყვარს პრაგმატული ფეხბურთი. ამ თამაშზე კი არა ფიფას სხვა რამეზე უნდა შეედავოთ. მაგ: რატომ იყო მსოფლიო რუსეთში და ა.შ. ჩვენთვის რა აზრი აქვს ვინ მოიგებდა
სხვათა თუთაშხია
16 ივლისი 2018 16:05
3
ეს იყო ფინალი რომელიც ჩემის აზრით მსაჯმა გააფუჭა
ნოდიკო
16 ივლისი 2018 14:09
5
ძალიან მარტივია!!!! თუ ფიფას ( რუსულ და ყატარულ ფულზე ჭკუაგადაკეტილ ორგანიზაციას) რეალურად გააჩნდა სურვილი ობიექტური ყოფილიყო, ხორვატიის თამაშზე არგენტინელი მსაჯი არ უნდა დაენიშნა... ვფიქრობ არასწორი გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა!!! მეორე საკითხია ესარასწორი გადაწყვეტილება რატომ იქნა მიღებული?! ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება!!!!
?!
16 ივლისი 2018 13:49
3
პიქეს უკნიდან მოხვდა ბურთი, საერთოდ არც დაუნახავს და მაშნ დანიშნეს პენალი და აქ ითამაშა ტიპმა და არ დაენიშნა?! მაგარი ყოფილა სტუპარა!
Lou
16 ივლისი 2018 12:54
7
ხელზე მოხვედრა პენალტი არაა, პენალტია ხელით თამაში. ხშირად ამ ორს შორის ზღვარის გგავლება რთულია. ამიტომ ადრე ასეთ შემთხვევებში მსაჯი, მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დონის თამაშებში (და უფრო ნაკლების დონისაც) საკამათო სიტუაციებში არ დებდა პენალტს. ვიდეოგამეორება აიძულებს მსაჯებს, ყველა ვარიანტში ნახონ მომენტი და მიიღონ გადაწყვეტილება. 7 რაკურსით რომ ნახავ მომენტს სადღაც ყოველთვის დაინახავ რომ ხელით თამაში იყო. ამიტომ ეს ცვლის ფეხბურთს და ესეთი პენალტები დაიდება. სხვა საქმეა მოგვწონს ეს თუ არა (მე არ მომწონს), მაგრამ ასე იქნება.
valderrama
16 ივლისი 2018 10:22
2
პენალტი ინიშნება ხელზე მოხვედრის შემთხვევაში. ხოდა მოხვდა და დაინიშნა. ძალიან მაგარია ვიდეო რეფერი, რამდენჯერ გაამწარებენ სიმულანტების რეალს?
111
16 ივლისი 2018 08:30
28
პენალტი ინიშნება ხელით თამაშის და არა ხელზე მოხვედრის დროს. და კიდევ თუ განზრახ ხელით თამაშია ნებისმიერ შემთხვევაში სადაც არ უნდა იყოს მინიმუმ ყვითელს მაინც აძლევენ ასე წერია წესებში.
ვანო
16 ივლისი 2018 15:48
2
გოლის წინა ეპიზოდში მე როგორც შევხედე,გრიზმანს ფეხი დაუსხლტა და დაეცა.ეს არ იყო სიმულაცია,მაგრამ რა თქმა უნდა არიყო არც ჯარიმა და მით უმეტეს გასაფრთხილებელი არ იყო ხორვატი.გამეორება აღარ მინახავს,მაგრამ მგონი არ ვცდები.რაც შეეხება მიროსლავ სტუპარს,ახლა სხვაზე რომ ლაპარაკობს,დინამოს სტადიონს არა ერთი მატჩი ახსოვს,როცა მთელი სტადიონი ერთხმად სკანდირებდა სუდია პიდარასტ,სუდია პიდარასტო
სოსო
16 ივლისი 2018 01:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული