საფრანგეთის ნაკრების მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ პარიზი და მთელი საფრანგეთი, შეიძლება ითქვას, გადაირია.
ეიფელის კოშკთან მდებარე მოედანზე სპეციალურად ფინალისთვის ფან-ზონა მოაწყვეს, სადაც 90 ათასი ადამიანი მივიდა.
ფან-ზონაში 102 კვადრატული მეტრის ზომის მონიტორი დაამონტაჟეს.
აღსანიშნავია, რომ ხალხს 12 ათასი პოლიციელი და 3 ათასი ექიმი აკონტროლებდა.
- იხილეთ ფოტოგალერეა