უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მივხვდი, რომ შარში ვიყავი - მსაჯმა ახსნა, რატომ გააგდო ზიდანი მუნდიალის ფინალში

AutoSharing Option
2006 წლის მუნდიალის ფინალური შეხვედრის არბიტრმა ჰორაციო ელიზონდომ ახსნა, თუ რატომ გააგდო საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ზინედინ ზიდანი.

"დავინახე, რომ ჩემგან 30-40 მეტრის მოშორებით მოედანზე მატერაცი იწვა. ჩემს თავს ვკითხე, რა შეიძლება მომხდარიყო?!

ამის შემდეგ კონსულტაცია ასისტენტებთან გავიარე, მაგრამ მათ მითხრეს, რომ არაფერი დაუნახავთ.

მივხვდი, რომ შარში ვიყავი და ამ დროს მხსნელად მეოთხე მსაჯი ლუის მედინა კანტალეხო მომევლინა.

მან მითხრა:

"ჰორაციო, შენ ამას არ დაიჯერებ, ზიდანმა მატერაცის თავი ჩაარტყა. სასტუმროში რომ მიხვალ ამას ნახავ და თვალებს არ დაუჯერებ".

როცა ზიდანისკენ გავემართე,
უკვე ვიცოდი, რაც მოხდა და წითელი ბარათის ჩვენება უკვე გადაწყვეტილი მქონდა", - განაცხადა ჰორაციო ელიზონდომ.

altზინედინ ზიდანის უფროსი შვილი სეგუნდადივიზიონის დებიუტანტ გუნდში ითამაშებს

altხამესი ზიდანის გადადგომამ გაახარა და მზადაა, თუნდაც დღესვე დაბრუნდეს "რეალში"