Associated Press: 2022 წლის მუნდიალის მატჩები, ყატარის გარდა, შესაძლოა, ომანსა და ქუვეითშიც ჩატარდეს

AutoSharing Option
ფიფამ გადაწყვიტა, ყატართან ერთად რომელ ქვეყნებში ჩატარდება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები, თუ ტურნირის მონაწილეთა რიცხვი 48-მდე გაიზრდება.

16 გუნდის დამატების შემთხვევაში, ყატარში არსებული 8 სტადიონის გარდა, კიდევ 2-4 სტადიონი გახდება საჭირო.

ფიფა განიხილავს სამ სტადიონს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ორ სტადიონს ქუვეითში და თითო-თითოს - ომანსა და ბაჰრეინში.

ყველაფერს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ყატარს შორის დაძაბული ურთიერთობები ართულებს. ფიფამ მუნდიალის მატჩების ჩატარების სანაცვლოდ საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებისა და ბაჰრეინისგან ყატარის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება და დიპლომატიური
ურთიერთობების აღდგენა მოითხოვა.

ჯერჯერობით უპირატესობა ომანსა და ქუვეითს ენიჭება, ვინაიდან ისინი ყატართან ნეიტრალურ ურთიერთობებში იმყოფებიან.

მომზადებულია apnews.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული