მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიფა მონაწილეთა რაოდენობას არ გაზრდის

AutoSharing Option
ფიფას ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ 2022 წელს ყატარში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48 ნაკრებამდე არ გაიზრდება.

ფიფას ეს გადაწყვეტილება იმან გამოიწვია, რომ ყატარი ვერ მოახერხებს 48 გუნდის მიღებას და გაზრდილი რაოდენობის მატჩების გამართვას. ამ ორგანიზაციამ აგრეთვე უარი თქვა შეხვედრების ყატარის გარდა სხვა ქვეყანაში ჩატარებაზე.

ადრე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ არსებობდა შანსი, ტურნირი გაფართოებულიყო და მატჩების ნაწილისთვის ყატარის მეზობელ სახელმწიფოებს ემასპინძლა.

ინფანტინომ, ამასთან, აღნიშნა, რომ 48-გუნდიანი მუნდიალი აუცილებლად გაიმართება 2026 წელს.

32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული