პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიში, 2016 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

ეს ანგარიში აგრეთვე შეიცავს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, კრისტოფერ სტილის მოხსენებას, რუსეთის მიერ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მათ ქვეყანაში ჩატარებასთან დაკავშირებით, ფიფას მაღალჩინოსნების მოქრთამვაზე.

Sky Sports-მა 430-გვერდიანი ანგარიშიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა:

"2011 წლის ივლისში სტილმა წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც მოკლედ ასახულია რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის სავარაუდო საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, პუტინმა აღიარა, რომ რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
მოისყიდა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გამართულიყო.

2012 წელს სტილმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ორ ბრიტანელ ჩინოვნიკს გააცნო, რომლებიც ფიფას ხელმძღვანელების სავარაუდო მოქრთამვის თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ.

სტილის ანგარიშმა აჩვენა, რომ კრემლის ჩინოვნიკმა აღიარა ფიფას ხელმძღვანელთა მოქრთამვა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსეთი ხედავს, რომ უამრავი ქვეყნის თვალში აგრესორის სახელს ატარებს და ცდილობს საერთაშორისო სივრცეში თავი განსხვავებულად წარმოაჩინოს. სხვადასხვა სახის ჩემპიონატებისათვის კი უმასპინძლია, მაგრამ ამხელა ტურნირისათვის არასოდეს და გააჩნდა კიდევაც ამის ამბიცია. ჩემი აზრით მშვენიერი ჩემპიონატი გამოვიდა, ნეიტრალური მაყურებლისათვის მშვენიერ დროს იყო თამაშები. ბოლოსდაბოლოს ევროპა იყო და ჩვენთვის მისაღები იყო რაღაც ნიუანსები. ის სხვა საკითხია, როდესაც აგრესორ ქვეყანას აძლევენ საშუალებას, რომ ამხელა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლოს. ფიფას გახრწნილი და გათახსირებული მმართველი რგოლი კი ამ ყველაფრით დიდ ფულს აკეთებდა. იგივე შეიძლება ითქვას მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასთან დაკავშირებით. ბლატერი იყო ერთ-ერთი უდიდესი კორუმპირებული ჩინოვნიკი მსოფლიოს ისტორიაში. ფეხბურთის ავტორიტეტი და ობიექტურობის განცდა ამ ადამიანმა შებღალა მსოფლიოს თვალში.
ანესთეზეოლოგი
12:27 11-12-2019
0
რუსეთი რომ ცუდია ეგ გავიგეთ მაგრამ ამ ევროპელების ცუდზე არავინ არ ლაპარაკობს ფულზე დახამებულები და გამყიდველებო რომ არიან ეგ ბევრჯეტ დაამტკიცეს ისტორიაში
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული