საქმე გახსნილია - რამდენი გადაიხადა რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების თავიანთ ქვეყნებში ჩასატარებლად რუსეთმა და ყატარმა ფიფას აღმასკომის წევრებს ქრთამი გადასცეს და საქმის მხოლოდ ზოგიერთი დეტალი გაახმაურა.

ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინიდადი და ტობაგოდან ჯეკ უორნერი მოისყიდეს. ასევე ქრთამი შესთავაზეს გვატემალელ რაფაელ სალგეროს.

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში გამართვის უფლების მისაცემად ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გარდაიცვალა და კიდევ ერთმა თანამონაწილემ, რომლის ვინაობასაც რატომღაც
არ ამხელენ.

უორნერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო. სალგეროს 1 მილიონი შესთავაზეს. ანგარიშში არ არის მითითებული, აიღო თუ არა მან ეს თანხა.

უორნერს 5 მილიონი 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით 20 ტრანშად გადაურიცხეს. გადარიცხვები მოხდა ოფშორული კომპანიებიდან, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე.

მოხსენებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 2010 წლის ნოემბერში უორნერის ასისტენტმა ელექტრონული ფოსტით თანამზრახველისგან წერილი მიიღო, რომლის ვინაობაც ასევე არ სახელდება, რომელშიც უორნერს იმის გაკეთებას ურჩევდნენ, რაზეც მოილაპარაკეს.

2015 წელს უორნერს ფეხბურთის სფეროში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს.

Sportall.Ge

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2011 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის საუბრის დეტალი გაამხილა, სადაც პუტინმა მედვედევს უთხრა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მოისყიდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
მერკელიდან დაწყებული მაკრონით დამთავრებული ჯიბეში ყავთ ყველა და ფეხბურთიო.დდ გლობალისტები ლიბერალისტები დემოკრატები გარყვნილები ყველა ერთი ქვაბიდან იკვებებიან.72 მილიონის სანაცვლოდ ევროსაბჭომ თავის გადაფურთხებული ალოკა რუსებს დანებდა ანუ დაგაიგნორა ფულის სანაცვლოდ და მსოფლიოს პირველობა იყიდაო ეგ გიკვირთ.და ერთი მაგდენი კიდე პერსონალურად დარიგდებოდა.
zaza
07 აპრილი 2020 13:51
9
"ზაპადი", დიახ "ზაპადია" ყველაზე დიდიდ ბოზი!
ესე იგი ვინა ყოფილა პროსტიტუტკა?
10 აპრილი 2020 18:19
0
საინტერესოა თვითონ რამდენი გადაიხადეს ამერიკელებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაზე?
სტალინი
07 აპრილი 2020 12:57
33
ახლა მიიცალეთ რა "ეხიმანდროთ" რუსეთს?! იყიდა არ იყიდა, იწილო-ბიწილო?! რამდენი ხანია ეს ჩემპიონატი გაიმართა და დამთავრდა.... თავს მიხედეთ, საქმეს მიხედეთ!
aburjga
07 აპრილი 2020 08:26
28
როგორ აგეწვება ხოლმე ერთი ადგილი რუსოფილო?!
aburjga-ს
07 აპრილი 2020 14:41
13
ვერ დაგეთანხმები. არსებობს დანაშაულის სახეები, ხანდაზმულობა რომ არ ეხება. ამის გამოძიება იმიტომაა საჭირო, მომავალში ხელი არ წაუცდეს ვინმეს. მაგრამ რა გინდა ქნა, ერთ–ერთი ცოცხალი დამნაშავის სახელი არ ჟღერდება, ალბათ დიდი ბობოლებიც რომ არ ჩაიყოლოს.
!!!
07 აპრილი 2020 11:05
5
იყიდა თუ არ იყიდა მაგარი ჩემპიონატი ჩაატარა!
მიხო
07 აპრილი 2020 11:45
30
რათქმაუნდა თავად ფაქტი ამაზრზენია, ამხელა საფეხბურთო ფორუმი ჯონჯოლი ვით რომ იყიდება მაგრამ, სიმართლე ვთქვათ, რუსეთმა ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩაატარა. სხვა ამბავია როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ აგრესორი ქვეყანას აძლევ საშულებას, შეიძინოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება. ისე ფიფას ვიცე პრეზიდენტი რატომ უნდა იყოს ტრინიდადი და ტობაგოდან ამის დედა ვატირე
ანესთეზეოლოგი
07 აპრილი 2020 11:31
22
მერე რა,ფეხები არ მოსჭამონ.
სტატუს ქუო
07 აპრილი 2020 10:31
16
რუსები მაგას არ იკადრებდნენ
ქართველი
07 აპრილი 2020 12:25
13
ასე იყო თუ ისე მაინც ჩატარდა ეგ ჩემპიონატი და რუსების ბენეფისადაც იქცა.
სასიამოვნო მარტო ის იყო ალბათ რომ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ გელა ნუგზარაშვილი დაასახელეს
ჰმ!
07 აპრილი 2020 11:05
18
რაც დაგიწერე წინა კომენტარში რატო ბლოკავ? ე ეწერა ისეთი რომ არ გამოაქვეყნე?
თორნიკე
07 აპრილი 2020 11:51
2

სიახლეები პოპულარული